თანამედროვე სამყარო ყოველდღიურად უფრო და უფრო დაკავებული და საქმიანი ხდება.

დღეს თითქმის ყველას სადღაც ეჩქარება და ყველას პრიორიტეტების დალაგება, არჩევანის გაკეთება უწევს ცხოვრებაში. ამ პრეფერენციებში ჩანს, რომ კარიერამ მოწინავე ადგილი დაიკავა.

თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევაა ის, რომ დღეს შეუფერხებლად ხდება კომუნიკაცია მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებს ასეთი მჭიდრო კავშირები აქამდე არასდროს ჰქონიათ. ხალხს ახლა აქვს იმის მოლოდინი, რომ გადაადგილების საშუალებებიც ისეთივე სწრაფი და მყისიერი გახდება, როგორიც თანამედროვე ტექნოლოგიებია.

ეს საკითხი არქიტექტორებისთვის რამდენიმე რთულ კითხვას ბადებს. როგორ შეუძლია ვინმეს ააშენოს უამრავი ადამიანისთვის თანაბრად მოსაწონი რამ? თან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც სულ მოძრაობაში არიან?

არქიტექტორები ცდილობენ თანამედროვე სტრუქტურის შექმნას, თუმცა დღესდღეობით, ხალხი ცხოვრობს ისეთ სამყაროში, რომელიც მოძრაობს და სწრაფად იცვლება. ეს მდგომარეობა სირთულეებს ქმნის, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ თანამედროვეობის ხასიათისა და დიდი მოთმინების ერთმანეთთან შერწყმას.

თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი, რაც არქიტექტორებისთვის წამოიჭრა, არის ის, თუ როგორ ზემოქმედებს მგზავრობა მათ სამუშაოზე. გადაადგილების ხერხები ხშირად ცვლის ქალაქებისა და ქვეყნების განლაგებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ბევრისთვის ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კითხვა არქიტექტორებისთვის არის ის, თუ რა მოიმოქმედონ და რა დიზაინით, როგორ შექმნან მისაღები ტრანსპორტი.

ქალაქების ოპტიმიზაცია

დღესდღეობით ქალაქები სწრაფად ფართოვდება. სამუშაო და ახალი შესაძლებლობები ქვეყნის განაპირა მხარეებიდან მოსახლეობას ქალაქში იზიდავს და ამიტომაც ტრანსპორტირება ხდება პრობლემური საკითხი. მრავალ ადამიანს ქალაქში მუშაობა და გარეუბანში ცხოვრება ურჩვენია ფულის დაზოგვის მიზნით, თუმცა დროის-ნამდვილად არა.

ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც ტრანსპორტირება თამაშობს ყველაზე დიდ როლს. რამდენადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხდება უფრო და უფრო დატვირთული, არქიტექტორებს მოუწევთ, გადახედონ თავიანთ გეგმებსა და მოლოდინებს. ქალაქში მაცხოვრებლებისა და აქედან გამომდინარე მგზავრების გაზრდილი რიცხვი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურასა და უფრო დიდ არქიტექტურულ კონკურსს. ამ ურბანისაციული რბოლის გამარჯვებულები იქნებიან ის არქიტექტორები, რომლებიც არა მხოლოდ შექმნიან თვალწარმტაც არქიტექტურას, არამედ შეიგრძნობენ, გაიგებენ ქალაქის საჭიროებას და შენობას მასას მოარგებენ. ეს იქნება არქიტექტორის მომავლისეული ხედვა, რომელიც მზადაა ჩაერთოს ურბანიზაციაში.

ავტობუსებისა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მშენებლობა

საზოგადო ტრანსპორტი დიდ როლს თამაშობს ხალხის დიდი მასის გადაადგილებაში. სწორედ იმ ხალხის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი სატრანსპორტო საშუალება ჰქონდეს, ამიტომაც ისინი არჩევენ ავტობუსს, მეტროს ან სხვა საზოგადოებრივ ტრანპორტს.

არქიტექტორებისათვის ეს საკითხი ერთგვარი ტესტი იქნება. მომავლის შენობები, ტერმინალები ან სადგურები უეჭველია, რომ მიჯრით განლაგდება  სატრანსპორტო მარშრუტებზე. ნიუ იორკის Grand Central სადგური იდეალური მაგალითია ადგილისა, სადაც არქიტექტურა და მასობრივი ტრანსპორტი ხვდება ერთმანეთს.

თუ არქიტექტორს შეუძლია შექმნას შენობა, რომელიც ადამიანებში ემოციას აღძრავს და ამავდროულად არის ეფექტური მასობრივი გადაადგილების დეპო, მაშინ არქიტექტორს თავისი საქმე შეუსრულებია.

გაგრძელება: http://inndesign.ge/blog/rogor-zemoqmedebs-momavlis-mgzavroba-arqiteqturaze-natsili-2/

წყარო: http://freshome.com/2015/01/20/how-future-commuting-patterns-affect-architecture/

კომენტარი