ნაწილი პირველი

არ დაივიწყოთ ბუნება

დღევანდელი გამოწვევაა მივენდოთ ბუნებრივ ინსტინქტებს და ვისწავლოთ, როგორ გავაერთიანოთ ბუნება და ქალაქის არქიტექტურა. მართალია, ხალხი ქალაქებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ბუნება.

მრავალი ცათამბჯენი შენდება ისე, რომ ცასა და დედამიწას ირეკლავს. ბევრი არქიტექტორი შენობაში აკეთებს ატრიუმს, რომელიც საშუალებას იძლევა ფართო ხედი გადაიშალოს შენობიდან და სივრცის შეგრძნება დაიბადოს. დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაუსრულებელი შესაძლებლობები იშლება არქიტექტორების წინ და მოდით, არ დაივიწყოთ ჩვენი ბუნება და მისი დამამშვიდებელი ზემოქმედება ჩვენს დაძაბულ ყოველდღიურობაზე.

ინოვაციური შთაგონება

ფაქტია: ურბანიზაცია მუდამ მზარდია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობაც იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მარტივი საკითხია. არქიტექტორისთვის მნიშვნელოვანია მხედველობაში მიიღოს  მოსახლეობის მოთხოვნები და შექმნას რაღაც ნამდვილად შთამაგონებელი.

ტრანსპორტი შესაძლოა შემაშინებელი, გადატვირთული და სტრესული იყოს ადამიანისთვის, მაგრამ არქიტექტურა ამის გასანეიტრალებლად აპირებს, გახდეს უფრო შთამაგონებელი. არქიტექტურა აპირებს გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე რეკლამებია ქალაქის ქუჩებში. რთული სათქმელია, რამდენად გაფართოვდება ქალაქები ან საშუალოდ რამდენი ადამიანი იმგზავრებს ყოველდღიურად შემდეგი 10 წლის განმავლობაში.

შეიძლება ითქვას, რომ იმ არქიტექტორებს, რომელთაც დავალებული აქვთ დატვირთული, მრავალმოსახლიანი და მრავალმგზავრიანი ქალაქების დიზაინის შეცვლა, მეტად რთული სამუშაო აქვთ, რადგანაც მათ ქალაქები უნდა გახადონ ლამაზი, შთამაგონებელი და პროდუქტიული.

ისეთი დიზანი, რომელიც უზრუნველყოფს სილამაზესა და ფუნქციურობას, აუცილებლად გააჩერებს ქუჩაში ხალხს და მათ მოწონებას დაიმსახურებს. სწორედ ამისთვის ღირს ყოველთვის მუშაობა.

წყარო: http://freshome.com/2015/01/20/how-future-commuting-patterns-affect-architecture/

კომენტარი