სტატიის დასაწყისი

უბილეთო ტრანსპორტი

მგზავრობის ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორი დროა, რომელიც ტრანსპორტის ლოდინში იხარჯება. როდესაც ელოდებით ავტობუსს, მატარებელს, ტაქსის თუ ტრამვაის, ლოდინი იწვევს სტრესს, რომელიც მარტივად ვრცელდება ხალხში. ასევე, თუკი დილით მეტროს ბარათი დაგრჩათ სახლში და მოგიწიათ ბილეთების გრძელ რიგში დგომა, კარგავთ ყველანაირ იმედს, რომ დროულად მოაგვარებთ თქვენს დანარჩენ საქმეებს. ანალოგიურად, არაა რთული წარმოიდგინოთ ის მღელვარება, როდესაც ადიხართ ავტობუსში და აანალიზებთ, რომ საფულე სახლში დაგრჩათ.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ლოჯისტიკური არეულობა და სულ უფრო და უფრო მზარდი მოსახლეობის დრო და ფული დაზოგონ, სატრანსპორტო დამგეგმავები ტექნოლოგიურად მიდიან წინ. უბილეთო ტრანსპორტის ერა დაიწყო და შეღავათებიც უკვე იგრძნობა. წინასწარ გადამხდელი ბარათები მომავლის ფუფუნებაა საზოგადო ტრანსპორტში და უზრუნველყოფს უფრო დენად მგზავრობას.
ახალი ბარათები თავიდან გვაცილებს ნაღდი ფულის თან ქონის აუცილებლობას და ბილეთის გრძელ რიგებსაც. ეს ბარათები არაა აუცილებელი, რომ წარადგინოთ ტრანსპორტში, ბალანსის შევსება წინასწარ სახლიდანაც შეგიძლიათ. სკანერებს შეუძლიათ მისი ამოცნობა საფულის შიგნითაც კი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იღელვოთ მისი გზაში დაკარგვის შესახებ.
დამატებით, ეს ეფექტური სკანერი სისტემა განსაკუთრებით ეფექტური იქნება დღის ყველაზე დატვირთულ ნაწილში. ეს ყველაფერი სტრესული სიტუაციების შესაძლებლობას სპობს.

most-impressive-subway-stations-in-the-world6__880

სატრანსპორტო სისტემა, რომელიც იმეორებს ცხოვრებას

სანამ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს ქალაქებში და უფრო მეტად ხდებიან ისინი ტრანსპორტზე დამოკიდებულები, ადამიანებს ასევე სჭირდებათ ბუნებასთან სიახლოვე. სატრანსპორტო დიზაინერები ერთიანდებიან სწორედ ამ იდეის გარშემო. ადამიანებს არა მხოლოდ ეფექტური და მარტივი ტრანსპორტი სჭირდებათ, არამედ ბუნებასთან კავშირიც, სანამ გზაში არიან.
ქალაქში ეს მრავალი ფორმით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად მოსკოვში, მეტრო მოხატულია ბუნებრივი სცენებით. მიწის ზემოდან მიწისქვეშა სივრცეში ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელი გარემოს ჩამოტანა ბრწყინვალე სტრატეგიაა, როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტისთვის ბუნებრივი შეგრძნების მინიჭებას.

tilework

transit-station-naples-italy

23

ხანდახან არაა საჭირო, რომ ხელოვნურად შექმნა ბუნებრივი გარემო ტრანსპორტში, უბრალოდ უნდა მისცე საშუალება მას, რომ აირეკლოს დანარჩენი სამყარო. ცათამბჯენების მსგავსად, საქალაქთაშორისო მატარებლებიც უნდა გაკეთდეს პრიალა ზედაპირით ისე, რომ აირეკლოს ცა და გარემო მის გარშემო.
ბუნებრივი შეგრძნების შექმნის გარდა არქიტექტორები ხვდებიან, რომ მწვანე გარემოს აშკარა საჭიროებაა ქალაქის ტრანსპორტში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემა პირდაპირ დაკავშირებული იქნება ქალაქის სიჯანსაღესთან მთლიანად. ჩიკაგომ შეიმუშავა მწვანე ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც დაუკავშირდება ყველა სატრანსპორტო ხაზს. ქალაქების ზრდასთან და მოსახლეობის მატებასთან ერთად მწვანე ტრანსპორტირების შექმნა მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად იქნება ტრანსპორტის დამგეგმავთა პრიორიტეტული საკითხი.

green-roof-tranist-station

მგზავრობის შესაძლებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე

რაოდენ მოულოდნელადაც არ უნდა ჟღერდეს, ის მძიმე შრომა, რასაც დამგეგმავები დებენ ტრანსპორტში, რომ იგი იყოს ეფექტური, ჯანმრთელი და შთამაგონებელი, შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს. შესაძლებელია, რომ ხალხმა ფეხით ან ველოსიპედით იაროს სამსახურში იმის ნახვლად, რომ ელოდოს მატარებელს ან ავტობუსს?

სანამ ეს მოხდება, ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალება უკვე დებს ძალისხმევას, რომ გააორმაგოს სატრანსპორტო სისტემები. გერმანიაში ახალ ტრამვაის აქვს მგზავრების ველოსიპედების შესანახი ადგილი. ამ ტიპის ტრანსპორტი მგზავრებს უფრო ეფექტიან მგზავრობაში ეხმარება.
ანალოგიური სისტემები განვითარდა ევროპის დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზშიც. ველოსიპედის გამქირავებელი სისტემები, მაგალითად, Velib-ის მსგავსი, უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება, რათა შეაგულიანოს მოქალაქეები, რომ გადავიდნენ ველოსიპედით მგზავრობაზე. ეს ზრდის ქალაქის ჯანსაღ გარემოს.
ყველა ამ სისტემას ერთი მიზანი აქვს, რომ შექმნას უფრო დენადი სატრანსპორტო სისტემა ქალაქებში და ხალხსაც სიამოვნება მიანჭოს მგზავრობის დროს. შეიძლება ამგვარმა მიდგომამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებად გამოყენება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ მიგვიყვანს მოგზაურობის შემცირებამდე.

მზარდი მოსახლეობა, რომელიც ქალაქის ცენტრისკენ მიისწრაფვის, არის რეალური პრობლემა, რომელიც საქალაქო ტრანსპორტის დამგეგმავებმა უნდა გადაჭრან. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ურბანიზაცია დიზაინის შესაძლებლობებს უღებს კარს და ტრანსპორტის დამგეგმავებს აძლევს საშუალებას, რომ მგზავრების ცხოვრება უკეთესი გახადონ, როდესაც სატრანსპორტო სისტემას გეგმავენ.
ზრდის ამ ტემპის მოწესრიგება გრძელვადიანი პროცესია მრავალი წინგადადგმული ნაბიჯით. როდესაც დამგეგმავები გადადიან ჯანსაღ, მწვანე გზაზე, ქმნიან უბილეთო მატარებლებს ან ხალხს აგულიანებენ, რომ თავიანთი გადაადგილება თავად უზრუნველყონ, ისინი ცდილობენ შექმნან უკეთესი საცხოვრებელი გარემო ქალაქში.

big-city-bike-rack

წყარო: http://freshome.com/urbanization-affecting-architecture-transit/

კომენტარი