ყოველი დილა ადამიანის ცხოვრებაში იწყება წყლის პროცედურებით, პირველად სადაც მივემართებით საწოლიდან ადგომისთანავე არის სააბაზანო და საპირფარეშო ოთახები, შესაბამისად ფქსიქოლოგიური თვალსაზრისით ითვლება, რომ ამ ოთახების დიზაინს, ფუნქციურობასა და კეთილმოწყობას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
ყველაზე დაბალბიუჯეტური რემონტისა და კეთილმოწყობის სამუშაოების შემთხვევაშიც, სასურველია ამ ოთახებში იგრძნობოდეს განსაკუთრებული კომფორტი, რადგან საღამოს ძილის წინაც, განტვირთვისა და რელაქსისთვისაც სწორედ სააბაზანო ოთახს მივმართავთ.

High-tech bathroom Design

High-tech bathroom Design

ყველასთვის ცნობილია, რომ წყალს ჰიგიენური დანიშნულების გარდა, ადამიანის ორგანიზმი ტონუსშიც მოჰყავს, ენერგიასა და მხნეობას მატებს, ხოლო თუ ეს ყველაფერი ლამაზ და სუფთა გარემოში ხდება – წარმატებული და ხალისიანი დღის გარანტიც შეიძლება იყოს.

ეს პოსტი არ არის პრემიუმ კლასის რემონტზე, ლუქს კატეგორიის ავეჯსა და ძვირფას მოსაპირკეთებელ მასალაზე, ეს პოსტი სწორად გაკეთებულ რემონტზეა, რომელიც შეგიძლიათ საკუთარი ხელითაც გააკეთოთ და არც თუ ისეთი მაღალი ბიუჯეტით.

დავიწყოთ იქედან რომ სააბაზანო – ეს არის ოთახი სადაც ყველაზე ხშირად არის მოშვებული წყალი, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ტემპერატურის ცვლილება, სადაც გროვდება დიდი რაოდენობით კონდენსატი, აქედან გამომდინარე უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ოთახის სწორად გარემონტებას, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სურპრიზები მომდევნო თვეებისა თუ წლების მანძილზე.

art deco bathroom design

art deco bathroom design

აბაზანის რემონტის შესახებ ჩვენს ბლოგზე დროთა განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო სტატიას შემოგთავაზებთ, ამ სტატიის გაგრძელებებსაც და სხვადასხვა შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილ რჩევებსაც.

ახლა კი გვინდა მოგიყვეთ თუ რა ეტაპებისგან შედგება აბაზანის რემონტი, რათა უფრო მეტი თვითდაჯერებულობით ესაუბროთ ხელოსნებს, რომლებიც თქვენს სახლში მუშაობენ ან იმუშავებენ, ან უფრო მეტად იყოთ გარკვეული, როდესაც თავად წამოიწყებთ აბაზანის რემონტს.

saabazanos dizaini

აბაზანის რემონტის ეტაპები

1. განვსაზღვროთ რემონტის სახეობა ბიუჯეტიდან გამომდინარე
ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველაფერი ფინანსებამდე მიდის, შესაბამისად თავიდანვე უნდა შევეგუოთ იმას, რომ საბოლოო შედეგი ისეთივე იქნება როგორ თანხასაც და მონდომებასაც ჩავდებთ. დაბალი ბიუჯეტი არ ნიშნავს იმას, რომ რემონტი აუცილებლად ცუდი და ულაზათო იქნება, თუმცა არსებობს რაღაც დეტალები, რაშიც თანხის დაზოგვა უბრალოდ არ შეიძლება.
2. შევადგინოთ სარემონტო სამუშაოების დეტალური გეგმა
დეტალური გეგმა მოიცავს ვადებს, შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას, შემსრულებლის ვინაობასა და მის პასუხისმგებლობას, გამოსაყენებელი პროდუქციისა და ხელსაწყოების ჩამონათვალს და მაღაზიებს სადაც უნდა შევიძინოთ საჭირო ნივთები, ასევე უნდა შევინახოთ შეძენილი მასალებისა თუ მოწყბილობების ჩეკები, რათა ხარვეზების ან არ მოწონების შემთხვევაში გადავცვალოთ უმტკივნეულოდ.
3. განვსაზღვროთ დიზაინი
აბაზანის დიზაინის ტიპების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1. კლასიკური 2. ვიქტორიანული 3. არტ დეკოს სტილი 4. ქანთრი სტილი (ე.წ. სააგარაკე) 5. მინიმალისტური 6. ჰაი ტეკი 7.თანამედროვე ანუ მოდერნი (ჩვენში ცნობილი ევრო რემონტი)

კლასიკური

კლასიკური სტილის სააბაზანო

კლასიკური სტილის სააბაზანო

 

ვიქტორიანული

ვიქტორიანული სტილის სააბაზანო

ვიქტორიანული სტილის სააბაზანო

 

ქანთრი (country)

ქანთრი სტილის სააბაზანო, სააგარაკე სააბაზანო

ქანთრი სტილის სააბაზანო, სააგარაკე სააბაზანო

 

4. ახალი სანტექნიკური მასალების არჩევა
მაშინ როდესაც შეგვიძლია თანხა დავზოგოთ უნიტაზზე, აბაზანაზე, და სხვა აქსესუარებზე , უნდა გვახოვდეს რომ სანტექნიკურ მასალებზე თანხის დაზოგვა არ შეიძლება.
5. ახალი მოსაპირკეთებელი მასალების არჩევა
მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი: ფასი,ხარისხი და გემოვნება
6. უკვე არსებული სანტექნიკისა და მოსაპირკეთებელი მასალის დემონტაჟი
7. მილების გაყვანა
ისევე როგორც ამ მილებისა და სხვა სანტექნიკური დეტალების შეძენა, მონტაჟის პროცესიც არ ითვალისწინებს თანხის დაზოგვას, შეეცადეთ მოიწვიოთ მაღალკვალიფიციური ხელოსანი.
8. განათებისა და დენის წერტილების სწორად დაგეგმარება და სწორად დაკაბელება
არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების ნორმები
9. სხვა კომუნიკაციების გაყვანა: გათბობა, ვენტილაცია, დინამიკები (თანამედროვე სააბაზანო ოთახებში შეხვდებით) და ა.შ.
10. კედლების, იატაკისა და ჭერის ზედაპირების გასწორება, ჰიდროიზოლაცია, ამავე დროს კეთდება კედელში ამოჭრილი თაროებიც, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თავდაპირველ დიზაინში.
11. მოსაპირკეთებელი მასალების (კაფელი, მეტლახი, მოზაიკა და ა.შ.) გაკვრა, დაგება
12. სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი (ნიჟარა, ონკანი, აბაზანა,უნიტაზი, საშხაპე კაბინა, შხაპი)
13. აბაზანის კარების მონტაჟი
14. აქსესუარების მონტაჟი

მომდევნო პოსტებში განვიხილავთ თითოეულ ეტაპს დეტალურად
წარმატებულ რემონტს გისურვებთ

კომენტარი