როგორც წინა პოსტში აღვნიშნეთ, პირველი ეტაპი სააბაზანო ოთახის რემონტისა არის ბიუჯეტისა და დიზაინის განსაზღვრა. ამავდროულად  იქმნება დეტალური გეგმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაოა!!!

რა თქმა უნდა დიზაინი ბიუჯეტიდან გამომდინარეობს, ამიტომ თავიდანვე მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული თუ რა რაოდენობით თანხა არის გამოყოფილი სააბაზანოს რემონტზე.

Mortgage Loan Calculators

მას შემდეგ რაც განისაზღვრა ფინანსური მხარე, იწყება დიზაინზე ფიქრი. წინასწარ დაზუსტებული დიზაინი ფაქტობრივად ნახევრად გარემონტებულ აბაზანას უდრის. ამ გზით  ხდება დროის, თანხისა და ნერვების ეკონომია.

გზადაგზა შეცვლილი დიზაინი კი პირიქით წარმოშობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, უკმაყოფილებას დამკვეთსა და შემსრულებელს შორის და შესაბამისად ნერვიულობასა და სტრესს.

remontis-msvleloba-stresi

 

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ჩვენი რეკომენდაციაა, არ დაიწყოთ აბაზანის რემონტი სანტექნიკური და მოსაპირკეთებელი მასალებისა და აქსესუარების ქაოტური შესყიდვით. მხოლოდ ის ფაქტი რომ მოგწონთ და ასეთი გსურთ გქონდეთ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საბოლოო ჯამში ამ ნივთების თავმოყრა ერთ ოთახში მოგცემთ სასურველ დიზაინს, კომფორტს და სასიამოვნო გარემოს.

სანტექნიკური მასალების შესყიდვისას უნდა იხელმძღვანელოთ ერთადერთი და უმთავრესი პრინციპით – ეს მასალა უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და მათი დამონტაჟება უნდა მოხდეს პროფესიონალურად, კვალიფიციური ხელოსნის მიერ.

არ დაგვავიწყდეს, სააბაზანო ის ოთახია სადაც მუდამ მოედინება წყალი და ხდება ჰაერის ტემპერატურის ხშირი ცვლილება, ჩვენი სურვილი კი არ არის სააბაზანოს გარემონტება ყოველწლიურად.

მოსაპირკეთებელი მასალების არჩევისას აქცენტს ვაკეთებთ ჩვენს გემოვნებაზე – რა ფერები გვინდა რომ იყოს ჩვენს სააბაზანოში? რა მასალით გვინდა მოვაპირკეთოთ ის?

არსებობს 4 სახეობის მოსაპირკეთებელი მასალა სააბაზანოსთვის:

  1. კაფელის ფილები
  2. კერამოგრანიტი
  3. მოზაიკა
  4. პლასტიკური პანელები

საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს  კაფელითა და კერამოგრანიტით მოპირკეთება, ამიტომ მომდევნო პოსტებში აუცილებლად განვიხილავთ სად შეგვიძლია შევიძინოთ ეს პროდუქცია და რას გვთავაზობენ ესა თუ ის მაღაზიები.

ახლა კი მოდით გადავავლოთ თვალი სააბაზანო ოთახის სხვადასხვა ტიპისა და ფერის დიზაინებს, ჩვენი რჩევაა მოწონებული დიზაინები მოინიშნეთ ან შეინახეთ სამომავლოდ. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა!!!  სხვადასხვა სურათებიდან მცირე დეტალების აღებით, რაც თქვენს გემოვნებასა და სურვილებს შეესაბამება, შესაძლოა მიაღწიოთ თქვენთვის იდეალური სააბაზანოს შექმნას.

saabazanos-dizaini-1

saabazanos-dizaini-2

saabazanos-dizaini-3

saabazanos-dizaini-4

saabazanos-dizaini-5

saabazanos-dizaini-6

saabazanos-dizaini-7

saabazanos-dizaini-8

saabazanos-dizaini-9

saabazanos-dizaini-10

saabazanos-dizaini-11

saabazanos-dizaini-12

saabazanos-dizaini-13

saabazanos-dizaini-14

saabazanos-dizaini-16

saabazanos-dizaini-17

saabazanos-dizaini-18

saabazanos-dizaini-19

saabazanos-dizaini-20

saabazanos-dizaini-21

saabazanos-dizaini-22

saabazanos-dizaini-23

saabazanos-dizaini-43

Immagini 7144

saabazanos-dizaini-25

saabazanos-dizaini-26

saabazanos-dizaini-27

saabazanos-dizaini-28

saabazanos-dizaini-29

saabazanos-dizaini-30

 

saabazanos-dizaini-31

House interior of a modern red bathroom with bathtub and contemporary design 3d rendering.

saabazanos-dizaini-33

saabazanos-dizaini-34

saabazanos-dizaini-35

Bathroom Simple Small Narrow Bathroom Ideas - Home Design Trends 2016

saabazanos-dizaini-37

saabazanos-dizaini-38

saabazanos-dizaini-39

saabazanos-dizaini-40

saabazanos-dizaini-41

saabazanos-dizaini-42

tyttttt 119

saabazanos-dizaini-45

კომენტარი