იხილეთ ასევე: http://inndesign.ge/blog/saabazano-otakhis-remonti/

ნებისმიერი ტიპის ოთახის რემონტისა და განახლების პროცესის დასაწყისში, ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია მოსამზადებელი სამუშაოების სწორად დაგეგმარება და განხორციელება, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ამ სამუშაოთაგან არის – დემონტაჟი – სააბაზანო ოთახის განთავისუფლება მანამდე არსებული მოსაპირკეთებელი და სანტექნიკური მასალებისგან.

qq

მოდით გავიაროთ დეტალურად დემონტაჟისა და განახლების პროცესი, რადგან როდესაც რემონტის პროცესში იქნებით, მიუხედავად იმისა თავად აკეთებთ თუ სხვებს აკეთებინებთ, უკეთ გეცოდინებათ სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობა:

1.     დემონტაჟის პროცესი იწყება აბაზანის, ნიჟარის, საშხაპე კაბინისა და სარეცხი მანქანის გამოტანა და შეფუთვით (იმ შემთხვევაში თუკი აპირებთ მათ ხელახალ გამოყენებას).

2.     ამას მოჰყვება კაფელის თუ კედლის მოსაპირკეთებელი სხვა ტიპის მასალის დემონტაჟი და კედლების მომზადება ახალი მასალისათვის. იმ შემთხვევაშიც კი თუკი სააბაზანო უბრალოდ შეღებილი იყო, აუცილებლად უნდა ჩამოიფხიკოს საღებავი, რადგან წებვადი მოსაპირკეთებელი მასალები (კაფელი, მოზაიკა და ა.შ.) და ახალი საღებავიც კი, თუ ისევ შეღებვას აპირებთ, ძველ საღებავზე არ გაჩერდება.

3.     ანალოგიურად ხდება იატაკისა და ჭერის დამუშავებაც, ძველი ჭერი განათებისა და ელექტროობის სისტემითურთ სრულიად უნდა გაუქმდეს და კარგად მომზადდეს ახალი დაფარვისათვის, სულერთია რა იქნება ეს.

4.     შემდეგ ხდება იატაკის დემონტაჟი, ნებისმიერი დაფარვა, რაც არ უნდა ყოფილიყო აქამდე, საგულდაგულოდ უნდა აიყაროს, აიფხიკოს და მომზადდეს.

5.     იატაკისა და კედლების ძველი საფარის დემონტაჟის შემდეგ, შესაძლებელია მილების გამოცვლისთვის მზადება. ძველ სახლებში, სააბაზანოში არსებული მილების გარდა, სასურველია და აუცილებელიც – შეიცვალოს ცენტრალური საკანალიზაციო დგარი, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი სართულებშორისი წყალგაყვანილობის მილებიც. ეს ყველაფერი თავიდან აგაცილებთ საკმაოდ უსიამოვნო სურპრიზებსა და სოლიდურ ხარჯს მომავალში.

6.     მილების გამოცვლის შემდგომ დგება ელექტროგაყვანილობის გამოცვლის ჯერი, აუცილებლად უნდა მოხდეს ძველი გაყვანილოის ჩანაცვლება ახლით, რაც გულისხმობს კაბელებისა და ყველა სხვა აქსესუარის გამოცვლას. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული სად დგება როზეტები, სად დგება ჩამრთველები, სად იქნება სარეზერვო და ნაკლებად ხილული როზეტი და რომელი წერტილებიდან ხდება სააბაზანო ოთახის განათება.

7.     აქვე გაითვალისწინეთ სააბაზანოს ვენტილაციის თემა, არ შეიძლება სველი წერტილის დატოვება ვენტილაციის გარეშე, აუცილებლად უნდა აირჩეს საუკეთესო ხარისხისა და ძლიერი გაწოვის მქონე ვენტილატორი, ეს ყველაფერი გაგიმარტივებთ ძალიან ბევრ პრობლემას.

ამის შემდეგ უკვე გადავდივართ კედლების დამუშავებაზე და სხვა სამუშაოებზე, რასაც მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ.

4 47888

remont-vannoy-komnatyi-demontazh-2

remont-vannyh-komnat

 

კომენტარი