ოთხწუთიან ფილმში 72 წლის ავსტრიელი არქიტექტორი ხსნის დიზაინის ძირითად პირნციპებს სკოლისა და საკონცერტო დარბაზისთივის, რომელიც გაიხსნა წინა წელს დანიურ ქალაქ Aalborg-ში.

„ეს არის ღია სივრცეში არსებული შენობის მარტივი ტიპოლოგია,“ ამბობს Prix ფილმში.
„საკონცერტო დარბაზი ამსხვრევს ამ უხეშ ჩარჩოს,“ ამბობს ის. „შენობის ასეთი ტიპოლოგია, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩემს საყვარელ შენობას არქიტექტურის ისტორიაში – La Tourette-ს.“

შენობის ცენტრალური შიდა ეზო შედგება სწორხაზოვანი სვეტებისგან. შენობა მოიცავს 100 დომინიკელი ბერის საკანს, რომლებიც დღესაც ბინადრობენ იქ ბიბლიოთეკაში, სატრაპეზოში, ეკლესიაში, საკლასო ოთახებსა და გამორჩეული სახურავის სავანეში. 1960 წელს დასრულებული შენობა არქიტექტორისთვის ბოლო შენობა იყო ევროპაში, რომლის დასრულებაც მოასწრო სიკვდილამდე.
რადგანაც მონასტერს მშვიდი ატმოსფერო უნდა ჰქონოდა, Prix ამბობს, რომ მისი მიზანი House of Music-ის შექმნისას იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც იქნებოდა „ცოცხალი შიგნითაც და გარეთაც.“
„ისეთი ფორმების შექმნას, რომელიც სინერგიაა შინაარსსა და ფორმას შორის, ჩვენ გეშტალტს ვუწოდებთ,“ ამბობს ის. „გეშტალტი ძალიან ცოცხალია.“

ბეტონის საკონცერტო დარბაზის ექსტერიერი არის მესრისებური და აქვს ფართო, წრიული ფანჯრები, რომელიც მუსიკალური ნოტების შესაბამისად იკითხება, ამბობს Prix. შიგნიდან მრგვალი ფანჯრები თითოეულ ოთახს აძლევს განსხვავებულ შესახედაობას.
„პიანინოს სარეპეტიციო ოთახი გამოიყურება ვიოლინოს ოთახისგან განსხვავებულად.“
Prix-ის განცხადებით, მას ასევე სურდა, მუსიკოსები დაერწმუნებინა, რომ რეპეტიციის დროს ისინი ყოველთვის ხილვადები ყოფილიყვნენ. წრიული ფანჯრების დამატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შენობის აუდიტორიას აქვს ფანჯრები, რაც შიგნით შეხედვის საშუალებას აძლევს სტუდნტებსა და სტუმრებს.

Prix ასევე გვიყვება, რა მჭიდროდ თანამშრომლობდა მისი გუნდი აკუსტიკურ სპეციალისტთან აუდიტორიის დიზაინზე მუშაობისას. „ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკუსტიკური დარბაზია,“ ამბობს ის. „მე ძალიან ამაყი ვარ.“
„ფოიე შენობის ძირითადი არტერიაა და სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და კომერციული ფუნქციების გადამკვეთი წერტილი ხდება,“ წერს ჩიკაგოური Spirit of Space მის ვებგვერდზე.
„შენობა ზრდის ცოდნის, იდეების გაზიარების პოტენციალს ხელოვანებს, განმანათლებლებს, სტუდენტებსა და აუდიტორიას შორის. ეს გაზიარებული ენერგია მოქმედებს შენობაში მთელი დღის განმავლობაში.“
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/19/wolf-d-prix-house-of-music-represents-a-very-simple-powerful-typology-coop-himmelblau-le-corbusier-movie/