სეულში (სამხრეთ კორეა) ერთ ერთი ძალიან საინტერესო შენობის ფასადის უკან, არაჩვეულებრივ საბავშვო ბაღს აღმოაჩენთ. fbc8e9cfaf3595fc8NRSH1mw7py2dbI4
შენობა არქიტექტურული ბიუროს Jungmin Nam -ის დაპროექტებულია და Flower + Kindergarten-ს ეკუთვნის.

Flower + Kindergarten არ გავს ქალაქში არსებულ არც ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რადგან როგორც წესი, სეულში საბავშვო ბაღების აბსოლუტური უმრავლესობა მჭიდროდ დასახლებულ უბნებშია განლაგებული, საკმაოდ უინტერესო და სტანდარტულ შენობებში, სტანდარტული უინტერესო და მოსაწყენი ინტერიერებით.
ეს საბავშვო ბაღი სეულის ახლადგაშენებულ რაიონში იმყოფება, მოზრდილ შენობაში, რომელსაც პარკი აკრავს გარს და ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უსაფრთხოდ ისუნთქონ სუფთა ჰაერი და ისეირნონ პარკში.

2b89b38b3bed89c1hYfH1cNYJDFNxz5s

e371a289ece127c2knKn24MnXDOD2r8y

e1246322b80a5c0deF6vbaho7t8hTP5l

fea3c126ebde3df4LADZns7PIfg7jDt7

e7a86d52b72c72a3U1n4npnJNE4enp4o

d9f077c52c014c9aqT51JEv3uA3J59KW

aeae51f60e9ada34VhWMJnX2KuFUTN9j

ada37e16b3edebdeD9v2QXmBvcIS6n6d

მრავალრიცხოვანი კორიდორებისა და კაბინეტების ნაცვლად, არქიტექტორებმა შექმნეს მრავალფუნქციური დარბაზები, რაც იყო საკმაოდ რაციონალური გადაწყვეტილება. ბავშვებს ერთ სივრცეში ბევრად უმარტივდებათ გარემოსთან ადაპტირება და ერთმანეთთან შეგუება.
ყველა სართული და კაბინეტი უნიკალურად არის გაფორმებული, როგორც ფერის ასევე დიზაინის თვალსაზრისით, ეს გამოწვეული იყო დავალებით: ბავშვებს მარტივად ეპოვათ თავიანთი ოთახები.
მთლიანად შენობის ფასადიც ძალიან გამორჩეულს ხდის საბავშვო ბაღს მთელი რაიონიდან, ის უკვე ერთ ერთ სანახაობად ითვლება სეულის ამ ნაწილში. სახურავისა და ფასადის პანელები ისეა განთავსებული, რომ მათში მოხდეს ბალახისა და მცენარეების დათესვა, რაც ბავშვებისთვის ყოველთვის ბედნიერების მომტანია.

a9932059da4e4a38KoKh32XLQqZGBaxL

9250487108d1b774XFfSxGu8DRdVPkeX

6916175a899e3412inHa9a76Tg0bgNuy

55722f200cb49298t9Zk6XwFNRYgS3xB

418dda3783676f41MJlCf3Bto1FbiUqr

352b7f0a50a2f13e9reX4wi889veH9l7

91f558c880296ab5UgWwBwWOOwcSNavj

b32e79a1c27269fenX8A5KfGl9TRERPb

6b19aef8d0e2833c1lx8slU0VHbJQTud

წყარო: https://hqroom.ru/detskyi-sad-v-yuzhnoi-koree.html

კომენტარი