მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ შესასვლელი ოთახი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენს სახლში, აქედანვე უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი კომფორტულად, შინაური გარემო და სითბო. ამიტომ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესია ამ ოთახის სწორად გარემონტება და ინდივიდუალური დიზაინის შექმნა.
ცნობილია, რომ ერთ ერთი ყველაზე რთულად მოსაფიქრებელი სწორედ შესასვლელი ოთახის დიზაინია, რადგან ამ ოთახმა უნდა შეუქმნას ყველა შემომსვლელს პირველ შთაბეჭდილება ბინის საერთო დიზაინზე და ფუნქციურადაც ეს ოთახი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესია სახლში.

image-278937

გახსოვდეთ: სარემონტო სამუშაოების მსვლელობის პროცესში შესასვლელი ოთახი ბოლოს რემონტდება, რათა არ შეილახოს სხვა ოთახებიდან სარემონტო ნაგავისა და ნარჩენების გატანისას.

შესასვლელი ოთახი – ბინების შემთხვევაში ეს არის პატარა, ბნელი ოთახი ფანჯრების გარეშე და სადაც არ ხვდება ბუნებრივი განათება, ეს არის ოთახი რომელიც ყველაზე მეტად ბინძურდება შემომსვლელების მიერ, თანაც არა მხოლოდ იატაკი, არამედ კედლებიც, რადგან წვიმისა და თოვლის შემთხვევაში, წვეთები რომელიც ქოლგაზე ან ტანსაცმელზე გვაქვს, ძალიან ხშირად ეშხეფება კედლებსა და ავეჯს, რომელიც ამ ოთახშია განთავსებული.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ შესასვლელი კარების ხშირად გაღება – დახურვის გამო ძალიან აქტიურად ხდება ამ ოთახში ცივი და თბილი ჰაერის მასების მონაცვლეობა, რაც იწვევს დამატებით კონდენსატის წარმოქმნას, რომელიც თავდაპირველად შესაძლოა თვალით უხილავი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს დაზიანებული კედლების ან ობის სახით.

ამიტომ აუცილებელია რომ ამ ოთახის დიზაინის დაგეგმარებისას გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალებთან, რადგან ყველას გვინდა რომ ჩვენი სახლის შესასვლელი ოთახი იყოს სუფთა და ნათელი.

scandinavian-hall-11

მოდით მივყვეთ პუნქტებად, რაზე ვამახვილებთ ყურადღებას შესასვლელი ოთახის რემონტისას:

1. სწორი მასალების შერჩევა პროფესიონალებთან ერთად, იატაკისა და კედლებისთვის, რათა არ მოხდეს კონდენსანტის წარმოქმნის გამო რემონტის მალე დაზიანება
2. ჭერი და განათება
3. სივრცის ფუნქციონალურად სწორად ორგანიზება და დატვირთვა
4. ავეჯის შერჩევა (გარე სამოსის, ფეხსაცმელის და აქსესუარების შესანახად)
5. დამატებითი ფუნქციური ნივთების სწორად შერჩევა და განთავსება (სარკე, ქოლგების ჩასადები, სხვადასხვა ნივთების სათავსო)

ბინების უმეტესობას მომცრო ზომის კოლოფისებრი შესასვლელი ოთახი აქვს, საშუალოდ 4-5 კვმ. ფართობის, რომელიც შემდეგ კორიდორის მეშვეობით უკავშირდება სახლის დანარჩენ ოთახებს.
ძალიან მარტივია გააკეთო რემონტი ასეთი პატარა მოცულობის ოთახში, მაგრამ ნამდვილად ურთულესი დავალებაა სწორად მოაწყო ეს ოთახი ისე რომ არ გადაიტვირთოს, ფუნქციურიც იყოს და კომფორტულიც.

პირველი რაზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი არის ჭერი და განათება, რადგან სწორად შერჩეულ ჭერის ფერსა და განათებას შეუძლია ვიზუალურად უფრო დიდი და ნათელი გამოაჩინოს თქვენი შესასვლელი ოთახი: ჭერი აუცილებლად უნდა იყოს ღია ფერში შეღებილი! კარგი ვარიანტიაე.წ. გასაჭიმი ჭერი, რომელიც ვიზუალურად ზრდის სივრცეს.
განათება აუცილებლად უნდა იყოს მოცულობითი. პატარა შესასვლელის შემთხვევაში აუცილებლად უნდა აარიდოთ თავი მცირე ზომის წერტილოვან განათებას, მიმართული შუქის მქონე განათების შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭეთ სინათლის დიდი ნაკადის მქონე სანათებს. მაქსიმალურად მოცულობითი უნდა გახადოთ სინათლის ნაკადი, ამისთვის არსებობს სპეციალური ჭერზე მისამაგრებელი განათებები შესასვლელი ოთახებისთვის, მაღალი სიკაშკაშით.
არანაკლებ პოპულარულია დონეებიანი ჭერი შესასვლელ ოთახში, განათებისა და ვიზუალური გაზრდის კუთხით, ჭერის ეს ტიპი ნამდვილად უხდება შესასვლელ ოთახებს, თუმცა დღევანდელ დღეს უკვე გემოვნების საკითხია.

image-277212

image-277779

შესასვლელი ოთახისკედლების დიზაინის წარმატებულად გადაწყვეტის საიდუმლო ფერებისა და ელფერების სწორად არჩევასა და შეხამებაშია. აქ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, არსებობს ადამიანების გემოვნება, რომლებიც ამ სახლში ან ბინაში ცხოვრობენ.

ჩვენი რჩევა იქნება:

შესასვლელი ოთახისთვის გამოიყენეთ მაქსიმალურად თბილი ღია ფერები ან პასტელური ფერები. ნუ გადააჭრელებთ, ნუ გამოიყენებთ აგრესიულ პრინტებს, ნახატიან შპალერს, ყვავილებიან დეკორს, კონტრასტულ ფაქტურებს – ამ ყველაფრისთვის სხვა ოთახებიც არსებობს – შესასვლელ ოთახში დაიცავით მკაცრი ზომიერება და სისადავე.
– თუმცა აქვე გვინდა გაგაფრთხილოთ, ჩვენი რჩევა არ მიიღოთ ისე თითქოს მთელი შესასვლელი ოთახი თეთრად, ღია ცისფრად ან რამე მსგავ ფერად უნდა შეღებოთ და დაამსგავსოთ საავადმყოფოს კარიდორებს, არა – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ფაქტურებს – უბრალოდ ნუ დაამუქებთ და ნუ გადააჭრელებთ.

image-279009

აქვე გაითვალისწინეთ – შპალერი შესასვლელი ოთახისთვის უნდა შეარჩიოთ დიდი სიფრთხილით. როგორც ამ სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ შესასვლელ ოთახს ახასიათებს კონდენსატის წარმოქმნა რაც შესაძლოა მიზეზი გახდეს შპალერის ამობურცვისა და დაზიანების რიგ ადგილებში.
ეს რომ თავიდან ავიცილოთ გამოიყენეთ ვინილის შპალერი ან პოლიპროპილენის შპალერი.

იატაკზე უნდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება – გაიხსენეთ შესასვლელი ოთახი ეს ის ადგილია სადაც ქუჩიდან შევდივართ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ჭუჭყიანი ფეხსაცმელით. ქვიშა, რომელიც დიდი რაოდენობით მოჰყვება ფეხსაცმელს ქუჩიდან (და განსაკუთრებით თბილისის ქუჩებიდან) არის ერთ ერთი ყველაზე ვერაგი მტერი ნებისმიერი ტიპის იატაკისთვის.
ლამინატი – მათ შორის ყველაზე მაღალი ხარისხისაც შესასვლელ ოთახში არ არის რეკომენდებული, რადგან ძალიან მალე შეილახება.

function-and-elegance-defining-52-sqm-moscow-flat-by-ts-design-7

მეთლახი – გაცილებით გამძლეა ამ შემთხვევაში, თუმცა სრიალა და შესაბამისად ტრავმირებადი.

alvhem-m-kleri-och-interi-r-1

მარმოლინოლიუმი – არის იატაკის მოპირკეთების ერთ ერთი საუკეთესო გამოსავალი შესასვლელი ოთახებისთვის, იყიდება როგორც ცილინდრისებრ ხვეულებად (ე.წ.რულონებად) ასევე დასაგები დაფების სახით, ძალიანაც რომ მოინდომოთ შეიძლება ვერაფერი დაუშავოთ და რაც მთავარია ფეხი არ სრიალებს ამ ტიპის იატაკზე.
marmo-1140  marmoform_sw-skirting_lr

იატაკი დავაგეთ, კედლები მოვაწესრიგეთ, განათება გვაქვს და დროა გადავიდეთ ავეჯზე.

საყოველთაოდ ცნობილია რომ შესასვლელ ოთახში უნდა იდგეს კარადა სადაც უნდა ინახებოდეს სეზონური მოსაცმელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ.
რა თქმა უნდა ამ კარადას ვერ გავექცევით თუ სხვაგან სახლში არ გვაქვს ამისთვის სათავსოები, მაგრამ მოდით ვცადოთ და იგნორირება გავუკეთოთ უზარმაზარი კარადის იდეა შესასვლელ ოთახში, ვცადოთ ვიყოთ გამორჩეული და ორიგინალური:

1. დავდგათ საინტერესო და პატარა დივანი
2. კარადის ნაცვლად გავაკეთოთ საინტერესო საკიდები და გავაფორმოთ კედლები სურათებით
3. დავდგათ უზარმაზარი სარკე
4. გავაკეთოთ ღია თაროები მცირე ზომის დივნით და დახურული სათავსოებით

206384f135523184beeae6d4948b4415

4956972af55473f7b3856b1319cc9291

entrance-hall-decoration-ideas-16

image-280038

 

მოდით ვცადოთ ეს ყველაფერი და იქნებ ისეთი შესასვლელი ოთახი გამოგვივიდეს, რომ ყოველთვის ბედნიერები ვბრუნდებოდეთ შინ.

 

 

კომენტარი