ქვემოთ წარმოდგენილი მუხის სკამი თავდაპირველად შეიქმნა Coventry Cathedral-თვის, რომელიც ხელახლა აშენდა ომის შემდეგ  შოტლანდიელი არქიტექტორის Basil Spence-ის მიერ.  აღნიშნული სკამი ახლა ისევ ჩაეშვა წარმოებაში განახლებული დიზაინით.
The Coventry Chair, რომელიც შექმნილია Dick Russell-ის მიერ 1960 წელს, ახლა დამზადდება ლონდონელი ავეჯის მწარმოებელი Luke Huges-ის მიერ. იგი აკეთებდა ავეჯს სასახლეებისთვის, ტაძრებისთვის, ეკლესიებისთვისა და მუზეუმებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ეს 1960-იანებისთვის დამახასიათებელი დიზაინია – ლამაზი, პრაქტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესიებისთვის, რადგანაც ინტერიერის ვიზუალურ გავლენას ამცირებს,“ თქვა Hughes-მა. „ამდენი ლამაზი ეკლესიის ინტერიერი ფუჭდება შეუსაბამო ავეჯით.“
პირველი ევროპული მუხის Coventry Chair შეიქმნა მე-20 საუკუნის დიზაინერის Richard Drew Russell-ის მიერ, რომელიც ცნობილია, როგორც Dick Russell. Russell დაიბადა 1903 წელს და არქიტექტორი გახდა მანამ, სანამ მისი ძმის ავეჯის კომპანიის – Gordon Russell Ltd-ის დიზაინის განყოფილების უფროსი გახდებოდა.

მან ფირმა დატოვა 1934 წელს, რათა თავი მიეძღვნა საკუთარი ნამუშევრებისთვის. 1944 წელს იგი დაინიშნა სამეფო დიზაინერად Industry-თვის. მოგვიანებით იგი გახდა School of Wood, Metals and Plastics-ის მმართველი Royal College of Art-ში.

მან სკამი გააკეთა აღდგენილი Coventry Cathedral-თვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად დაინგრა დაბომბვის გამო. Basil Spence-ს – შოტლანდიელ არქიტექტორს 1950 წელს საკათედრო ტაძრის აღდგენის გამო 1960 წელს მიენიჭა რაინდის წოდება.

სკამს აქვს ამოღებული საზურგე და მცირედ კუთხოვანი დასაჯდომი. საზურგის ასეთი ფორმა საეკლესიო გალობათა წიგნების შესანახად კარგი ადგილია.

ახალი Coventry Chair ძველის მსგავსი დარჩა, თუმცა მცირედ მაინც შეიცვალა თანამედროვე წარმოების ტექნიკის შესაბამისად.

სკამის თანამედროვე ვერსიაც ევროპული მუხითაა დამზადებული და დამუშავებულია კომპიუტერული ტექნიკით. დიზაინერმა მაქსიმალურად კარგი შედეგის მისაღებად გაითვალისწინა ტაძრის ცვალებადი ტენიანობა სკამის წებოსა და მასალის შერჩევისას.

„ჩვენ ვქმნით 50-დან 100 წლამდე მდგრადობის სკამს,“ თქვა დიზაინერმა. „თავდაპირველი Coventry Chair კვლავ გამოიყენება და ჩვენ გვჯერა, რომ ის ცვლილებები, რაც შევიტანეთ წარმოების პროცესში, კიდევ უფრო გაახანგრძკივებს სკამის მდგრადობას.“
თავდაპირველი სკამის მსგავსად, რომლითაც შეივსო შემდეგი ტაძრები: Winchester, Wells, Southwark და Hereford Cathedrals, ახალი სკამიც მრავალ  საეკლესიო ადგილს მოიცავს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი Coventry Chair გააღვივებს ისტორიის განცდას და ხელობის გავრცელებას შეუწყობს ხელს მთელს მსოფლიოში,“ თქვა Smith-მა.

ყოველი გაყიდული სკამის ღირებულებიდან 1% გადაირიცხება Gordon Russell-ის მუზეუმში.
„სკამის დიზაინი განასახიერებს ხელოვნებისა და ხელობის მოძრაობის საუკეთესო ტრადიციებს ტექნიკის ერაში,“ თქვა Trevor Chinn-მა, მუზეუმის მეურვემ. „Gordon ამბობდა, რომ ჩვენ ტექნიკას მანერები უნდა ვასწავლოთ და მისმა ძმამ Dick-მა ეს ნამდვილად მოახერხა ამ სკამის შექმნისას.“
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/28/coventry-cathedral-chair-1960s-dick-russell-goes-back-into-production-luke-hughes/

კომენტარი