იაპონელმა არქიტექტორმა HiroshiNakamura-მ ექვსკუთხედები გამოიყენა დამკვეთის სახლისა და სამუშაო სივრცის შესაქმნელად ტოკიოში და შედეგად სკის მსგავსი არაჩვეულებრივი ეფექტი მიიღო.
ეს არის საცხოვრებელი და სამუშაო შენობა Setagaya-ს მმართველისთვის. ერთი სართული კლიენტის ოჯახის საცხოვრებელი სივრცეა, დანარჩენში კი შოურუმი და ოფისია განთავსებული.
„კლიენტი ეძებდა ფართო სივრცეს, სადაც შეეძლებოდა მანქანების განთავსება ქვედა სართულზე და ანალოგიურად დიდი სივრცე სჭირდებოდა ზედა სართულზე ოჯახისთვის საცხოვრებლად,“ აგვიხსნა Nakamura-მ, რომელიც 2002 წელს საკუთარი სტუდიის გახსნამდე მუშაობდა Kengo Kuma’s office-ში.
რკინაბეტონით აშენებული შენობა შედგება ორი ღია სივრცის მქონე სართულისგან. ეს ორივე სივრცე დაყოფილია სამკუთხა ღია თაღებით და ეს ქმნის სივრცეთა ექვსკუთხა ფიჭისებურ კავშირს.

ასეთმა გადანაწილებამ დააკმაყოფილა კლიენტის საჭიროებები და ფართო, ბიზნესისთვის მოსახერხებელი სივრცისა და შინაურული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მოთხოვნილებები.

„თუ მხოლოდ ფართო იქნებოდა, სივრცე სათანადოდ კომფორტული არ გამოვიდოდა,“ თქვა არქიტექტორმა. „ასე რომ, ჩვენ დავაჯგუფეთ პირადი სივრცეები – ოპტიმალური ზომის სივრცე მანქანისთვის პირველ სართულზე და დივანის ან მაგიდისთვის მეორე სართულზე – და შევქმენით ორი ფართო განცალკევებული, თუმცა მაინც ერთიანი სივრცე.“

„ჩვენ ავირჩიეთ ექვსკუთხა ფორმა ოთახებისთვის,“ დაამატა მან. „საერთო კედლების მქონე ექვსკუთხა  ოთახებით ძლიერდება შენობის მდგრადობა და უმჯობესდება მისი ეკონომიურობა.“

შოურუმში, რომელსაც ჰქვია “Graz,” ეს ექვსკუთხა სეგმენტები უზრუნველყოფენ მანქანის მოსახერხებელ პარკირებას. აქვეა კლიენტისთვის განსატვირთი სივრცე და შეხვედრების ოთახი.  ბეტონის კედლებში ჩასმული პატარა კენჭები ქმნის ერთიან სტრუქტურას.

„მანქანების ტიპური შოურუმებიიყენებენ გლუვ ქვას ან მეტალის პანელებს მანქანებთან ჰარმონიაში მოსასვლელად, რაც ამცირებს  სივრცის კომფორტულობას, მეორეს მხრივ თუ მიწა ან ხე იქნებოდა გამოყენებული, უკვე ავტომობილის მეტალსა და მინას შორის დაირღვეოდა ჰარმონია.“

„ჩვენ მივხვდით, რომ შეგვეძლო ჰარმონიაში მოგვეყვანა  ავტომობილებით შევსებული სივრცე და ასეც მოხდა  SakuraRiver-ისკენჭების ბეტონში ჩასმით ჩვენ შევინარჩუნეთ საშუალო დონე, ნახევრად ქვა, ნახევრად მიწა.“

შიდა ფართო ღია სივრცეები აფართოებს პერიმეტრს და მაცხოვრებლებს სთავაზობს გარშემომყოფი ბაღების ხედებს.

ორივე, შიდა და გარე ღია სივრცეები ერთ ხაზზეა განლაგებული, თითოეული სართულის შუაში. მიწისპირა დონე უზრუნველყოფს მანქანებთან უშუალო წვდომას, მეორე სართულზე კი კორიდორია, რომელიც აკავშირებს ოჯახის საცხოვრებელ სივრცეებს.

გარე კიბეებით სახლთან უშუალო კავშირი მყარდება. აქ, ექვსკუთხა თაღები მიჯნავს სამზარეულოს, დასასვენებელ სივრცეს, სასადილო ოთახს, სამეცადინო სივრცეს და ხის მისაღებს.

სხვადასხვა მასალაა გამოყენებული, რათა თითოეულ სივრცეს საკუთარი ხასიათი ჰქონდეს: წითელი აგური გვხვდება დასასვენებელი სივრცის კედლებზე, მუქი ლურჯი და თეთრი კაფელია აბაზანასა და მის მოსაზღვრე ტერასაზე.

ორივე სართულზე იატაკის ხის ფიცრები გაკეთებულია აზიური კომშის ხისგან.

ბაღის ტერასა გამყოფი ზონაა ქუჩის ხმაურსა და სახლს შორის. იგივე ასევე უზრუნველყოფს ბუნებრივ სინათლესა და ვენტილაციას.
Nakamura-მ დაასრულა Graz 2012 წელს. მისი სტუდიის უფრო გვიანდელი პროექტები მოიცავს RibbonChapel-ს, ესაა ქორწინების სახლი, რომელის „შეფუთულია“ სპირალური კიბეებით და ასევე მისი ქმნილებაა NasuTepee, ხის მყუდრო კარვების ჯგუფი.
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/26/hiroshi-nakamura-nap-architects-showroom-car-dealer-home-concrete-honeycomb/

კომენტარი