დღევანდელი არქიტექტორები განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგანან, როგორი იქნება და როგორი უნდა იყოს სახლები, რომლებშიც მომავალში ვიცხოვრებთ?

თანამედროვე საცხოვრებელი გარემო ავტომატურად სხვამს ამ კითხვას და პასუხიც არ აყოვნებს:

1. ენერგოეფექტური

2. ჭკვიანი

თანამედროვე მსოფლიოში ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია არქიტექტურული პროექტები საუკეთესოდ და წარმატებულად ჩაითვალოს

The W.I.N.DBon van Berken-სა და UNStudio-ს მიერ შექმნილი ყვავილის ფორმის შემინული სახლია ჩრდილოეთ ჰოლანდიაში, რომელიც მთლიანად აღჭურვილია ე.წ. Internet of Things-ით და სრულად არის კონტროლირებადი მობილურ ტელეფონში დაინსტალირებული აპლიკაციით.

smart-house-7smart-house-9smart-house

ინოვაციური სახლის შექმნა ხანდახან ნიშნავს მთელი სახლის თითოეული წვრილმანის ხელახლა გამოგონებას, რასაც არ შეუშინდნენ ამ პროექტის ავტორები.

ე.წ მომავლის სახლების შემქმნელებს ხშირად ერთი და იგივე არგუმენტი აქვთ –  უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები მაშინაც, როცა ჩვენს სახლს ბუნებასთან ახლოს ვაშენებთ. იდეალური სახლი რომელსაც ჩვენ ამჯერად განვიხილავთ განსაკუთრებულია იმით რომ გამოყენებულია ჭკვიანი ტექნოლოგიები და პარალელურად, იყენებს უკვე არსებულ თანამედროვე და უნიკალურ  ბუნებრივ ტექნოლოგიებს.

528კვმ. ფართობის სახლში შავი კიბე ცენტრიდან უკავშირდება ოთხ ფრთას. კიბეს მთელ სახლში ხელსაყრელი მდებარეობა აქვს ყველა სხვა დანარჩენ ადგილთან შედარებით, რომლებიც ჰოლანიის ერთ ერთ პოლდერს გადაჰყურებს.

smart-house-2

smart-house-3

შეფერილი მინის ფარდა-კედელი ფარავს წინა და უკანა ფასადებს. ხის ფიცრები, რომლებიც გარს ეკვრის სახლს, ადგილ-ადგილ შეწეულ-გამოწეულია, რაც სახლს აძლევს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ის სუნთქავს. შიდა კედლები აგურისაა, რაც შიდა კლიმატის დარეგულირებას უწყობს ხელს.

smart-house-4

მთელი სახლი ბუნებასთან შერწმულს ჰგავს: სახურავის მზის პანელები, ცენტრალური ჰაერის/წყლის გათბობა და დაკარგული სითბოს აღმდგენი ვენტილაცია მას ენერგიით მთლიანად უზრუნველყოფს საჭიროებისამებრ. ყველა მექანიკური სისტემა იმართება როგორც მისაღებ ოთახში განთავსებული მართვის პანელიდან ასევე დისტანციურად მობილური ტელეფონებიდან.

smart-house-6

smart-house-8

smart-house-24

წყარო:  http://www.azuremagazine.com/article/smart-home-lets-outdoors/

 

 

კომენტარი