მილანი 2016:

უმაღლესი ხარისხის ბროლის მწარმოებელმა ბრენდმა Swarovski – სახლის ნივთების პირველი კოლექცია წარმოადგინა. კოლექციაში წარმოდგენილია ნივთები, რომლების დიზაინიც ეკუთვნის ისეთ ცნობილ დიზაინერებს, როგორებიცაა: Raw Edges, Aldo Bakker, Zaha Hadid და ა.შ.

Atelier Swarovski Home – ის კოლექციაში წარმოდგენილი ნივთებია: ლარნაკები და ვაზები, წიგნის სანაგრი ნივთები, შანდლები, ჭადრაკის ნაკრები არქიტექტურულ თემაზე.
კოლექციის შექმნის მიზანია გლობალური ინტერესის შექმნა და სახლის დიზაინერულ ნივთებზე მოთხოვნის გაჩენა – ამბობს Swarovski-ს წარმომადგენელი.
ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი ინტერიერის დეკორატიული ნივთი მეტალისა და ბროლისგან შექმნილი სვეტების ნაკრებია, რომლის შექმნის ინსპირაცია იყო ბუნებაში მოქმედი კრისტალიზაციის პროცესი.
atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016_dezeen_1568_10

ლონდონის დიზაინ სტუდიან Raw Edges, რომლისთვისაც ამ ბრენდთან ეს იყო პირველი კოლაბორაცია, შექმნა ძალიან საინტერესო ვაზებისა ლარნაკების სერია, რომელზეც გამოყენებულია ბროლის ლაზერით შეღებვის ტექნოლოგია.

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016_dezeen_1568_0

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016-product-images_dezeen_936_20

არქიტექტორ Daniel Libeskind-ის ჭადრაკი მოიცავს ფიგურებს, რომლებიც ჰგავს თავად არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ შენობებს, ჭადრაკის დაფა არის მილანისა და ნიუ იორკის რუქის მიხედვით შექმნილი. ხოლო მინიატურული არქიტექტურული ფიგურები არის ბროლის, ვერცხლის ან მარმარილოსგან ჩამოსხმული.

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016-product-images_dezeen_936_7

Tomás Alonso – მ შექმნა რამდენიმე საოჯახო ნივთი დაფერილი ბროლისგან.

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016_dezeen_1568_12

ძალიან საინტერესო ნამუშევარია Ron Arad-ის ბროლის ასოებისა და ციფრებისგან შექმნილი თაროს დეკორაციები, რომელთა დანიშნულებაა წიგნების მდებარეობის შენარჩუნება თაროზე.

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016_dezeen_1568_3

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016_dezeen_1568_5

არანაკლებ საინტერესო და ლამაზი ნივთები შექმნა დიზაინერმა Tord Boontje – მათ შორის ხიზილალის ჩასადები ჭურჭელი, რამდენიმე ბროლის აბაჟური და ღვინის გასაცივებელი ჭურჭელი. ეს ნივთები არის მორთული ბროლის გაფანტული ნაწილებისგან, რომლებიც ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავების ანალოგს წარმოადგენს.

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016-product-images_dezeen_936_21

atelier-swarovski-home-range-homeware-milan-design-week-2016_dezeen_1568_13

კომენტარი