opengraph-icon

შვედეთის ხელოვნებისა და დიზაინის ცნობილი უნივერსიტეტის ÉCAL-ის სტუდენტებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს ტექნოლოგიური ბრენდისთვის Punkt. მათ მოახერხეს და საყოფაცხოვრებო ნივთები გარდაქმნეს არა მხოლოდ დიზაინერული, არამედ ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც.

ამ კოლაბორაციის ფარგლებში შეიქმნა არაერთი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ნივთი რომლებიც გამოირჩევა დიზაინით.

დავალება რომელიც უნივერსიტეტის ტუტორმა Augustin Scott de Martinville და კომპანია Punkt-მა დაუსახეს სტუდენტებს მდგომარეობდა შემდეგში:

სტუდენტებს ხელახლა უნდა გადაეხედათ და შეექმნათ ახალი სიცოცხლე საყოფაცხოვრებო ნივთებისათვის, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურად.

სტუდენტებს უნდა გამოეყენებინათ ტექნოლოგიები რომლებიც არის ჩრდილში მიმალული, თუმცა აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისათვის, ნივთები როგორებიცაა: პრინტერი, ინტერნეტ რადიო, პროექტორი და ა.შ.

ჩვენ გვაქვს საშუალება გადავხედოთ სტუდენტების მიერ შექმნილ ამ არაჩვეულებრივ ნივთებს და შევაფასოთ თუ როგორ გაართვეს თავი მათ დასახულ ამოცანას.

Jaehoon Jung -ის მიერ შექმნილი რვაკუთხა პროექტორი, დარწმუნებული ვართ არც ერთ ადამიანს არ დატოვებს გულგრილს, ეს დახვეწილი დიზაინის ნივთი ძალიან ბევრ თანამედროვე ოფისს დაამშვენებს. გამოსახულების გაშვება შეგიძლიათ როგორც კედელზე ასევე ჭერზეც.

x-punkt-ecal-consumer-electronics-technology-products_dezeen_1568_3

ინტერნეტ რადიო, რომელიც შექმნა Terkel Skou Steffensen -მა, არანაკლებ საინტერესო ნივთია, წრიული სენსორული ეკრანი ძალიან მარტივად სამართავია და აიოლებს სასურველი რადიოსადგურის მოძებნას ათასობით ინტერნეტ რადიოსადგურს შორის.

x-punkt-ecal-consumer-electronics-technology-products_dezeen_936_2

DongKyum Lim -მა შექმნა კუთხის კედლის საათი, რაც საშუალებას აძლევს მფლობელს, ოთახის ნებისმიერი კუთხიდან გაიგოს რომელი საათია.

Screenshot 2016-04-21 16.02.27

იაპონელმა სტუდენტმა Nadine Schaub – მა შექმნა უნიკალური კედლის პრინტერი, რომლის მინიმალისტური დიზაინი ასევე ძალიან სასურველი იქნება არა მხოლოდ ოფისებისთვის, არამეს მათთვისაც, ვინც სახლში იყენებს პრინტერს. ფურცლები რომლებიც იბეჭდება, გროვდება მეტალის კალათში, რომელიც პრინტერის ქვედა ნაწილს წარმოადგენს.

12976196_1682203418709914_1197351440_n

x-punkt-ecal-consumer-electronics-technology-products_dezeen_936_7

WS 01 – არის ამინდის მინი სადგური, შექმნილი სტუდენტი Kevin Gouriou-ს მიერ, რომელიც სპეციალური მაგნიტების მეშვეობით მაგრდება ფანჯარაზე. ამინდის მინი სადგური აჩვენებს ტემპერატურას, ჰაერის სხვადასხვა მაჩვენებელს, ატმოსფერულ წნევას და აქვს მზის ელემენტებზე მომუშავე მცირე ზომის ეკრანი.

x-punkt-ecal-consumer-electronics-technology-products_dezeen_1568_4

Jérémy Faivre -ის მიერ შექმნილი ციფრული კამერა აძლევს საშუალებას მომხმარებელს, მოახდინოს ფოკუსირება მომენტზე და არა ყველაფერზე, ეს მოცუცქნული კამერა მარტივად არის სატარებელი როგორც მაჯაზე, ასევე ყელზე. ფოტოაპარატი აღჭურვილია გაცილებით ძლიერი ელემენტით ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები და აქვს ძალიან დიდი მეხსიერება. სხვადასხვა თვისებებთან ერთად, როგორიცაა სასურველი ჩარჩოს შექმნა ფოტოსურათისთვის, ეს კამერა ნამდვილად იდეალურია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Punkt_portrait.05.jpg.image_popup

ამოცანის ფარგლებში, სტუდენტმა Lucas Frank შექმნა მოქნილი და ძალიან კომფორტული დამაგრძელებელი, რომლის კაბელი გამოყენების შემდეგ იხვევა ავტომატურად და შტეფსელითურთ იმალება კოლოფში, ამავდროულად იკავებს უმცირეს ადგილს.

x-punkt-ecal-consumer-electronics-technology-products_dezeen_1568_1

კომპანია Punkt დაფუძნდა 2008 წელს ახალგაზრდა ნორვეგიელი მეწარმე Petter Neby -ის მიერ. კომპანია შეიქმნა ეგიდით მიეწოდებინათ თანამედროვე მომხმარებლისთვის ალტერნატიული საყოფაცხოვრებო ნივთები, განახლებული დიზაინით, მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური.

კომენტარი