მყარი სკამები და ულტრა მინიმალისტური სავარძლები – უკანასკნელი 30 წლის ყველაზე გამორჩეული სკამების ბოლო ნაწილში ნაჩვენებია ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან: Thomas Heatherwick, Hella Jongerius და Studio Job.
  1. MyChair UNStudio-გან Walter Knoll-თვის (2008)

MuChair-ს მრავალი სახე აქვს. პირველი დიზაინი შეიქმნა UNStudio-ს, ბრწყინვალე გერმანული არქიტექტურული ფირმის მიერ, რომელიც დგას ისეთი პროექტების უკან, როგორიცაა მერსედეს ბენცის მუზეუმი შტუტგარტში და Hanjie Wanda Square ჩინეთში. სკამი 2008 წელს წარადგინეს საოფისე ავეჯის გამოფენაზე Orgatec. MyChair დამზადებულია ორფერიანი ქაფისგან, რომელსაც გადაკრული აქვს ტრევირა, „კვადრატი“ ან ტყავი. სკამს უჟანგავი ფოლადის მილისებრი ფეხები აქვს. მისი სკულპტურული ფორმა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს, რაც დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი კუთხიდან შეხედავთ მას. სკამი არქიტექტორ Ben van Berkel-ის იდეის ილუსტრაციაა, რომელსაც „სურათის შემდეგ“ ჰქვია.

  1. Spun Thomas Heatherwick-გან Magis-თვის. (2010)

ლონდონელი დიზაინერი Thomas Heatherwick გარდაქმნის ყველაფერს, რასაც ეხება – ხიდებითა და ავტობუსებით დაწყებული,  Googleplex-ით დამთავრებული. Magis-თვის მან შექმნა სკამის ეს მბრუნავი თავი, რომელიც გაკეთებულია პოლიპროპილენისგან ან გამჭვირვალე პოლიკარბონატისგან. მან ყველას ყურადღება მიიპყრო და აღტაცება დაიმსახურა ავეჯის 2010 წლის გამოფენაზე მილანში.

  1. Österlen Inga Sempé-გან Gärsnäs-თვის(2011)

ესაა რასაც იღებთ, როდესაც დანიური ძველი ავეჯის დამამზადებელსა და ფრანგ დიზაინერს დააწყვილებთ, რომელიც ელეგანტურობითაა ცნობილი. მათი ქმნილიებაა იფნის ხის ერთ-ერთი ყველაზე მინიმალისტური სკამი, რაც კი ოდესმე გვინახავს. ხის ზურგი ამოჭრილია, რათა დასაჯდომი იყოს მაქსიმალურად ბრტყელი და ადამიანმა  დაასვენოს მხრები ამ სკამზე ჯდომისას. სკამის ფეხებიც დეტალებამდე ჩაღრმავებითაა გაკეთებული. არაა გასაკვირი, რომ Gärsnäs ბიზნესში 1893 წლიდანაა.

  1. კანაფის სკამი Werner Aisslinger-გან (2011)

BASF-თან მომუშავე Werner Aisslinger-მა მსოფლიოს წრუდგინა პირველი ნატურალურბოჭკოვანი სკამი. კანაფისგან და რეზინის შემკვრელისგან გაკეთებული სკამის ფორმა თანამედროვე მგრძნობიარობას უსვამს ხაზს. ის ჯერ კიდე არაა წარმოებაში და ჩვენს ყურადღებას იქცევს იმით, რომ გაკეთებულია ორგანული მასალისგან, რაც მომავლის ტექნოლოგიაა და ისეთივე გამძლეა, როგორც პლასტმასი.

  1. „გოთური“ Studio Job-გან Moooi-თვის (2011)

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ანტვერპელმა დიზაინერთა დუეტმა Job Smeets-მა და Nynke Tynagel-მა წარმოადგინეს  თანამედროვე დიზაინის არტისტული ამბიციები. მათ გააერთიანეს დამღუპველი წარმოსახვა – თავის ქალები, ძვლები, რელიგიური იკონოგრაფია კაბინეტში, ჭურჭელსა და შპალერის კოლექციაში. გოთური სკამი მათ შექმნეს Groninger-ის მუზეუმის განსაახლებლად ნიდერლანდებში. სკამი ყველანაირი შელამაზების გარეშე ისედაც ძლიერ ეფექტს ახდენს. მბრუნავი ყალიბით გაკეთებული ხის მძიმე სკამები გოთიკურ პერიოდს განასახიერებს მხიარული ფერების გამოკლებით, რომელსაც კონტრასტული დეტალები აქვს.

  1. Miniscule Cecilie Manz-გან Fritz Hansen-თვის (2012)

თანამედროვე სკამი შუა საუკუნეების ვიბრაციით – Miniscule-მა დანიელი დიზაინერისგან Cecilie Manz მოიგო Award of Merit Az Awards-გან 2013 წელს. მისი სათქმელი ნათელია: ნაჭერგადაკრული კალათა-დასაჯდომი კლასიკური ჩარჩოთი მას მოქნილსა და მოხერხებულს ხდის.

  1. მემბრანა Benjamin Hubert-გან Classicon-თვის (2013)

ახალგაზრდა ბრიტანელ დიზაინერ Benjamin Hubert-ს აქვს მისია, რომ უყაირათობა მოაცილოს ავეჯის დამზადების სფეროს.  Membrane-ში 3D ტექნოლოგიით მოქსოვილი ტექსტილი გადაკრულია ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის ჩარჩოზე.  დიზაინის სპორტულ მასალასა და ტენტებზე დაყრდნობით დიზაინერმა თავიდან აიცილა მრავალი ზედმეტი მასალის გამოყენება, განსაკუთრებით ქაფის სატენის და დაამზადა სკამი, რომელიც მხოლოდ სამ კილოგრამს იწონის.

  1. Fleurt Andrew Jones-გან Battery Park-თვის (2014)

2016 წელს  Andrew Jones-ის Fleurt სკამები გავრცელებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მისაღებ ოთახში: 25 აკრიან Battery Park-ში მანჰეტენზე. ტორონტოელი დიზაინერის კონკურსში გამარჯვებული კონცეფცია ქმნის გამორჩეულ სკამს, რომელიც ყვავილებივით იქნება მიმოფანტული ბალახზე.

  1. Unico Bouroullecs-გან Mattiazzi-თვის

ლეგენდარული Bouroullecs ძმები კიდევ ერთ სიურპრიზს ქმნიან ამ სკამების სახით Mattiazzi-თვის, რომელიც იტალიური დიზაინის დომინანტობას უსვამს ხაზს. სკამს იმაგრებს მეტალის ღეროები, რომელზეც იფნის ხის საზურგე და დასაჯდომია დამაგრებული, რაც ზედმიწევნითი სიზუსტითაა გაკეთებული. ეს სუპერსიმეტრიული ქმნილებაა.

  1. East River Chair Hella Jongerius-გან Vitra-თვის (2014)

ერთ-ერთი საუკეთესო ინტერიერი 2013 წელს დელეგატების მოსასვენებელი სივრცის ინტერიერი იყო გაეროში, ნიუ-იორკში. ჰოლანდიელი დიზაინერი Hella Jongerius იყო ამ დიზაინის შემქმნელი და მან ასევე შესანიშნავი სკამი გააკეთა ხის, მეტალის, ტყავისა და ქსოვილის შერწყმით. მან შედეგად მიიღო ხელოვნების ნიმუში, რომელიც არც ერთ სხვა სკამს არ ჰგავს.

წყარო: http://www.azuremagazine.com/article/top-30-iconic-chairs-past-30-years-part-3/

კომენტარი