1. Miss Blanche Shiro Kuramata-გან (1988)

იშვიათად შეხვდებით ავეჯს, რომელიც ლიტერატურული ნამუშევრის განსახიერებას ესწრაფვის. Shiro Kuramata-მ თავის ალუმინის მილის ფეხებიან აკრილის და პლასტმასის სკამს Blanche Dubois-ს (ბლანშ დუბუა) საპატივსაცემოდ დაარქვა სახელი. ყალბი ყვავილის ფურცლები სახელურშია ჩატანებული, საიდანაც ჰაერის ნაწილაკები გამოტუმბულია უზადო შესახედაობისთვის – იგი მიუთითებს ოცნებაზე, რომელშიც  A Streetcar Named Desire-ის უიღბლო გმირი ქალი ბინადრობს. ეს 17 კგ-იანი სკამი Vitra-ს გადაეცა საწარმოებლად.

  1. Gazelle Jonathan Crinion-გან (1988)

კანადური დიზაინის შუქურა Jonathan Crinion-ის სკამს სუსტი დასაწყისი ჰქონდა. 2002-ში, როცა Keilhauer-მა ახლიდან წარადგინა სკამი NeoCon-ზე, Pamela Young-მა Azure-ში დაწერა, რომ მწარმოებელმა „გააცოცხლა Gazelle, კაფე Jonathan Crinion-გან, რომელიც კანადური დიზაინის ჭეშმარიტი სახეა. 1988 წელს წარდგენილი Gazelle-ის წარმოება 12 წლით გვიან დაიწყო, როცა მისმა დიზაინერმა უკან წაიღო ლიცენზია მას შემდეგ, რაც თავდაპირველმა მწარმოებელმა უარი თქვა საავტორო ჰონორარის გადახდაზე. Gazelle-ის  სრულიად მეტალის ორიგინალი ახლა ხელმისაწვდომია ხის დანამატებითაც.

  1. Silver Vico Magistretti-გან (1989)

არქიტექტორების ოჯახში დაბადებული Vico Magistretti  იყო თანამედროვე იტალიური დიზაინის მაესტრო თავის თანამედროვეებთან Achille Castiglioni-სა და Enzo Mari-თან ერთად. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლასიკის გავრცელებაში და  Silver (ვერცხლის) სკამი ამის შესანიშნავი მაგალითია. მან გადაწყვიტა 1920-იანების კლასიკის მოდერნიზება. ალუმინის 4 ფეხით მილისებური ფოლადის U-ს ფორმის ფეხის ჩანაცვლებით, მოწნული ზურგითა და დასაჯდომით, რომელიც მაღალი ხარისხის პლასტმასითაა გაკეთებული, მან შექმნა საკუთარი დროთა განმავლობაში პატივსაცემი და ღირსეული ნივთი.

  1. Rose (ვარდი) Masanori Umeda-გან (1990)

Edra-ს დაარსებიდან რამდენიმე წელში გამოშვებული ვარდი-სკამი მიანიშნებდა, რომ რაღაც უფრო დიდს უნდა დავლოდებოდით. Masanori Umeda გამორჩეულია, როგორც  იმით, რომ ბედს ცდის ძალიან უჩვეულო დიზაინის ნივთების შექმნაში. Salone del Mobile, რომელიც გამოყოფს Rose სკამს, როგორც ერთ ძალიან მნიშვნელოვანს თავის ისტორიაში – აღნიშნავდა რომ  „გვირგვინის ფურცლები“ იყო ნამდვილი გამოწვევა: „ეს ისეთი რთული პროექტი იყო წარმოების მხრივ, რომ დასჭირდა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების შერწყმა და ხელით მუშაობა, მისი ასლის გაკეთება ადამიანის წარმოდგენაშიც კი შეუძლებელია.“

  1. S Tom Dixon-გან (1991)

გრძელი გზაა უკან გასავლელი მის პრიალა სპილენძისფერ კოლექციებამდე, მაგრამ Tom Dixon ვარსკვლავი გახდა ამ ხელით დამუშავებული მეტალისა და ჩალის სკამით. მის წიგნში Dixonary Dixon ის იხსენებს, „გულწრფელად, ერთადერთი მოგონება, რაც მაქვს არის ის, რომ ვხატავდი პატარა სულელ წიწილას ხელსახოცზე და ვფიქრობდი, რომ მე შემეძლო სკამი გამეკეთებინა მისგან. ჩემი შედარებით წარმატებული დიზაინები ისაა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გზით გაიგო, ხშირად თავდაპირველი მიზნისგან განსხვავებულადაც კი. თუ მთავარი ამოსავალი წერტილი ამბობს, რომ S-Chair ჩემთვის წიწილა იყო, ხშირად ის სხვების მიერ აღწერილია, როგორც ქალის ფორმა, ზოგისთვის ალია ან ხშირად როგორც, 1960-იანების გავლენაა, Pop საგანია. Cappellini, რომელიც ახლა სკამს ეკო-ტყავში აკეთებს, აგრძელებს ახალი ტალანტების აღმოჩენას და ეხმარება მათ კარიერას.

6. Aeron Bill Stumpf-სა და Don Chadwick-გან (1994)

არ შეიძლება გადაჭარბებით შეფასდეს ამ რევოლუციური სკამის მნიშვნელობა. ყველა არასაჭირო მასალის მოშორებით, ბადისებრი საზურგისა და  სკამის არჩევით, რაც მაშინ გაუგონარი ამბავი იყო, Aeron იყო ერთ-ერთი იმ პირველი ავეჯის დიზაინერებიდან, ვინც ავეჯის დიზაინის დამკარგველად დასახელდა. მისი ტრაექტორია თითქმის ისეთივე ცნობილია, როგორც მისივე დიზაინი: ის  თავდაპირველად მოხუცთა სკამად იყო  ჩაფიქრებული, იმად, რაც ჩაანაცვლებდა დასაწოლ სკამს სამედიცინო სახლებში. ის ბაზარზე დაიტესტა, როგორც ოფისის სკამი და დაბალი შეფასება მიიღო შესახედაობის გამო. 1990-იანებში იგი სწრაფად აიტაცეს ინტერნეტ მაღაზიებმა და შემდეგ მისროლეს, როგორც ნაგვის სიმბოლო. ახლა ის ყველაზე პოპულარულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და Herman Miller-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტია.

  1. Knotted (მოწნული) სკამი Droog-გან (1995)

Marcel Wanders  პრაქტიკულად თავადაა ბრენდი და მისი კომპანია Mooi თანამედროვე ჰოლანდიური დიზაინის სინონიმია. მაგრამ ის სცენაზე გამოვიდა სკამით Droog-სთვის. Knotted-ის თოკი არამიდისა და კარბონის ბოჭკოსგანაა დამზადებული და სკამი მოქსოვილია იმ ფორმით, რომ ჩაწებდეს ეპოქსიდის ფისში და დაიკიდოს გასაშრობად. Droog-ს ახსოვს მისი დებიუტი, ჯგუფური შოუს ნაწილი მილანში, როგორც ხმაურიანი ღონისძიება: „გახსნის დღეს შეიკრიბა ხალხის უზარმაზარი რაოდენობა  და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო შენობის გარეთ ტრანსპორტის მოძრაობის გასაკონტროლებლად.“ Cappellini-მ აიღო დიზაინი და აწარმოებდა 2011 წლამდე.

  1. Do Hit Marijin van der Poll-გან (2000)

კიდევ ერთი Droog-ის სახე, Do Hit-მა დაარტყა ძველ ტიპოლოგიას ათასწლეულის დასასრულს. შეფუთვა თავისმხრივ პროვოკაციულია: უჟანგავი ფოლადის ყუთებს მოჰყვება ჩაქუჩი, რათა მისცე ის ფორმა, რაც შენ გსურს, ამ დროს ჭარბი ენერგიისგანაც გათავისუფლდები. ის არ არის ყველას რჩეული (The New York Times-მა სარკასტულად შენიშნა, რომ  ის არის „ცუდი ქანდაკება, რომელიც შენიღბულია, როგორც გამოუყენებელი ავეჯი“), მაგრამ იგივენაირი სახელის მქონე Do Break ლარნაკის მსგავსად იგი  აირეკლავს დამანგრეველ სულიერ განწყობას.

  1. Smoke (კვამლი) Maarten Baas (2002)

რა არის უკეთესი გზა წინ წასასვლელად, ვიდრე წარსულის ხატების ჩირაღდნით განათება? Smoke-ის კოლექციის სახით კიდევ ერთი „შემაწუხებელი ბავშვი“ შემოვიდა დიზაინის სცენაზე. როგორც Maarten Baas-ის პირველი დიდი ნაბიჯიდან ერთ-ერთი, განვითარებადმა Moooi-მ აიღო პროდუქციიდან სამი სკამი საწარმოებლად და აგრძელებს სკამების დამზადება-გამართვას, სანამ ისინი დღის შუქს იხილავენ. რაც შეეხება Baas-ს, ის გადაერთო სხვა პროექტებზე, როგორიცაა Clay სერიები და Real Time. Azure-თან ინტერვიუში 2010 წლს Baas-მა, იმ დროს Design Miami-ს დიზაინერმა, ახსნა: „დიზაინის სამყაროში 90% იმისა, რასაც ხედავ, არის ძალიან რაციონალური და შენ შეგიძლია ახსნა, რატომაა ის ასეთი კარგი. მე ვფიქრობ, რომ  ნამდვილი მშვენიერება ბუნებაშია, მაგრამ იქ არაფერია ასახსნელი ან რაციონალური.“

  1. Fjord Patricia Urquiola-გან (2002)

Patricia Urquiola-მ Fjord-ით შეაბიჯა მილანის ავეჯის გამოფენაზე. სკამი არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ Urquiola ინდუსტრიულ წარმოებასაც კი პირადად აკონტროლებს. Fjord არის მისი ერთ-ერთი თავშეკავებული დიზაინი; მან გააგრძელა Volant, Antibodi, Biknit, Bohemian და სხვა მყვირალა, თვალში საცემი რბილი დასაჯდომების შექმნა Moroso-თვის, რომელთა საბოლოო სახემდე მიყვანისას მთავარი ელემენტი გადასაკრავია. მან იტალიურ მოდერნიზმს ქალური ალღო შესძინა, Moroso-სა და Urquiola-ს თანამშრომლობამ მშვენიერი შედეგების მისაღწევად ამ დღემდე გაძლო.

 

წყარო: http://www.azuremagazine.com/article/top-30-iconic-chairs-past-30-years-part-1/

კომენტარი