30 გამორჩეული სკამი, რომელთაც გთავაზობთ გასაცნობად და დასათვალიერებლად, ნათლად ასახავს თუ როგორ დაარღვიეს დიზაინერებმა ტრადიციული შაბლონები.

ნაწილი პირველი 

  1. Louis Ghost Philippe Starck-გან Kartell-თვის. (2002)

სკამმა ათასობით შემსრულებელი გამოიცვალა და ყველა მათგანი ორიგინალის ნამდვილ ილუზიას ქმნიდა. 2002 წელს, რომელიც დიდებული იყო სკამებისთვის, Louis Ghost იყო პირველი პოპულარული და ღირსეული წევრი პოლიკარბონატების ოჯახში. ფრანგი დიზაინერი საუკეთესოა თავისი პოეტური დიზაინების გაპრიალებაში. როცა მან პირველად წარმოადგინა თავისი სკამი, თქვა: „ის არის „ლუის რაღაცა,“ მოჩვენების მაგვარი, არეკვლა, სკამის ჩრდილი სტილში, რომელსაც მე დავარქვი ლუისის მოჩვენება (Louis Ghost).“ მას ყველა ისე უყურებს, როგორც ახლობელს. ის აქაა, როდესაც მისი დანახვა გინდა, შენ შეგიძლია სხვა რამეებშიც შეურიო, თუ გსურს გონივრულად მოიქცე. ის ნახევრად გაუჩინარებადია ჩვენი ცივილიზაციის უმეტესი პროდუქციის მსგავსად.

  1. Favela Campana – Brothers-გან, Edra-თვის (2003)

თუ Sergio Rodrigues იყო ბრაზილიური შუა საუკუნეების დიზაინის ნათლია, Humberto და Fernando Campana წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნის ათასწლეულოვან იდენტობას. მათი ავეჯი თავად მიემართება სან-პაულოს მხიარული სულისა (Vermelha და Corallo სკამები) და მისი არაფორმალური საზოგადოებისკენ. შთაგონებული ქალაქის ჯურღმულებისგან, სადაც მოიჯარეები თავიანთ სახლებს საკუთარი ხელებით აშენებენ, სკამი Favela ხელითაა აწყობილი და უზრუნველყოფს, რომ მისი მსგავსი მეორე არ იარსებებს. რა თქმა უნდა, ხის კრებული შეიძლება დავინახოთ, როგორც ინდივიდუალობის გარდაქმნა მდიდრულ ობიექტად. ამასთან დაკავშირებით იუმორისტმა David Rakoff-მა თავის ესეში დაწერა: „არ მიეჩვიოთ ზედმეტ კომფორტს,“ რადგანაც „საშუალო თვიური შემოსავალი ბრაზილიურ ოჯახებში აროს 200 რეია, ან უხეშად რომ ვთქვათ, 72$. სავარძელი  Favela კი 3000$-ად იყიდება.“

  1. MT (Empty) – Ron Arad-გან Driade-თვის (2004)

დიდი ტექნოლოგია იხარჯება სიცარიელის ან MT-ის შექმნაზე. ორ ფერიან მასალაზე ჩაღრმავება მიღწეულია მბრუნავი ჩამოსხმით. ტექნიკა მოიცავს ღუმელში ჩამოსხმისას ერთ ჩემობრუნებას, თითქოს იგი პლასტმასის გარსახვევია. შემდეგ, როდესაც პირველი ფენა ცივდება, მეორე ფენა ესხმევა სკამზე. ამ გზით ერთი ჩამოსხმა შეიძლება გამოიყენო კომპლექსური ფორმის შესაქმნელად ორ ფერში-უხეში ხარისხის თეთრი ან ნაცრისფერი გარედან და პრიალა წითელი, იასამნისფერი ან შავი შიგნიდან. ეს წარმოების პროცესის ახალი გზა იყო და აჩვენა, თუ როგორი ინოვაციური იყო და არის Ron Arad.

  1. Supernatural (ზებუნებრივი) – Ross Lovegrove-გან Moroso-თვის (2005)

კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა დიზაინერმა Ross Lovegrove-მა იმუშავა Moroso-თან ერთად მის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ სკამზე. პოლიპროპილენის Supernatural-ის დასამზადებლად, მისი საუცხოო საზურგით, რომელიც პირდაპირ უერთდება  დასაჯდომსა და სკამის ფეხებს, საჭიროა ოთხეტაპიანი პროცესი, რომელშიც ყალიბი ჯერ ცხელდება, შემდეგ გაზით საზურგეზე ხვრელები იჭრება, დასაჯდომი იხსნება ყალიბიდან და ცალკე რჩება გასაშრობად და გასამაგრებლად ხის ყალიბში. შედეგი კი არის ნამდვილად განსხვავებული და ემოციური დიზაინი.

  1. Pane Tokujin Yoshioka-გან (2006)

რატომ უნდა გამოიყენო რთული ყალიბი მაშინ, როცა შენ შეგიძლია სკამი მარტივად გამოაცხო ცილინდრში? იაპონელი დიზაინერი Tokujin Yoshioka ისე იყო შთაგონებული National Geographic-ის სტატიით ულტრა ძლიერ ძაფებზე, რომ მან გადაწყვიტა თავისი Pane სკამი ყოფილიყო პოლიესტერის ელასტომერით შექმნილი სრულყოფილება, რომელიც გაკეთდებოდა ცილინდრულ კონტეინერში და გაცხელებით მიეცემოდა ფორმა. დამზადებული სკამი ჰგავს მაგარ ღრუბელს, საკმაოდ მაგარს იმისთვის, რომ მომხმარებლის წონას გაუძლოს. Yoshioka-მ სკამები აჩვენა Moroso-ს საგამოფენო დარბაზში მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში 2006 წელს და მთელი სივრცე შეავსო თოვლის ინსტალაციებით, რომელიც დამზადებული იყო ნახევრად გამჭვირვალე ძაფებისგან.

  1. Chair One Konstantin Gric-გან Magis-თვის (2006)

სკამების ღმერთმა Konstantin Gric-მა გამოუშვა Chair One, მისი ყველაზე გულმოდგინედ გაკეთებული დიზაინი. როცა Magis-მა სთხოვა მას სკამის ალუმინით დამზადება, მისმა სტუდიამ აღმოაჩინა, რომ ოპტიმალური შედეგის მისაღებად მასალა უნდა გაყოფილიყო მცირე ნაწილებად. ამგვარად, მათ იმუშავეს მავთულებითა და ალუმინის ფურცლებით, რომლებიც ისე გაანაწილეს, რომ: „ჰგავდა სამგანზომილებიანი ფორმის შესაქმნელ ხაზებს. ჩვენ მომავალი პროცესიდან გამომდინარე შედეგით ვიმართებოდით და ამ პროცესმა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა ცალკეულ გადაწყეტილებებამდე.“

  1. Bonechair Joris Laarman-გან (2006)

ბუნების პროცესებისა და მოვლენების შესწავლამ ჰოლანდიელი დიზაინერის Joris Laarman-ის Bone კოლექცია სულ სხვა ფორმით წარმოაჩინა. სკამის ფორმა დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც Laarman-ის კვლევიდან გამომდინარეობს, ესაა ხეებისა და ძვლების ზრდა. კოდის ეს ნაწილი იყო გამოყენებული სკამის კერამიკის ყალიბის 3D პრინტერში გასაკეთებლად. სკამი დამზადებულია ალუმინისგან. Laarman ამბობს, რომ ბუნებრივად შეძენილი, წარმოქმნილი მათემატიკა გამოიყენება არქიტექტურული ნებისმიერი ფორმის ან სივრცის ასაშენებლად. ამასობაში, დიზაინერი გადავიდა ბევრ სხვა ინოვაციურ ავანგარდულ მცდელობაზე და იმაზეც, რომ ეს აღმოჩენები გახსნილ სივრცეში გახადოს ხელმისაწვდომი.

  1. სულების სახლი (Spirit House) Daniel Libeskind-განNienkämperთვის(2007)

ნებისმიერი ადამიანი, ვინც ყოფილა Royal Ontario Museum-ში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, შეამჩევდა ქანდაკებისებურ სკამს, რომელიც შექმნილია Daniel Libeskind-ის მიერ. არქიტექტორი გაერთიანდა ლეგენდარულ კანადელ მწარმოებელ Nienkämperთან. Klaus Nienkämper პროცესის დეტალების შესახებ 2008 წელს ყვებოდა  „მე ჯერ კიდევ მაქვს პირველი კონცეპტი, რომელიც უბრალოდ შეუძლებელი იყო – მთლიანად მინა და ტყავი, მაგრამ დანიელი ძალიან ადვილად მუშაობს მასთან. მე ვთხოვე მას, თუ შეეძლო მოდელის გაკეთება, მაგრამ მან მთელი გროვა გააკეთა მოდელებისა. ჩვენ ავიღეთ ლიცენზია და გადავაქციეთ სკამად, რომელზეც შეგიძლია რომ დაჯდე. ჩვენ მოდელი ქარხანაში გავაკეთეთ. ის მოვიდა, რომ ენახა და ექსტაზში ჩავარდა. მე ვფიქრობ, ეს სკამი კიდევ 100 წლი იქნება, ასეთი ხარისხი აქვს მას.“

9. Sketch Front-გან (2007)

Front-მა, შვედური დიზაინის ტრიომ, რომელიც შედგება Sofia Lagerkvist, Charlotte von der Lancken და Anna Lindgren-გან პირველად მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო შპალერის ხაზის გამოშვებით, რომელსაც არასტანდარტული მოხატულობა ჰქონდა: ვირთხა, რომელიც ღეჭავს ზედაპირს, რათა ქვედა ფენა გაათავისუფლოს. არაა გასაკვირი, რომ სტუდია წავიდა კიდევ უფრო ველურ ექსპერიმენტებზე. ეს სკამი, რომელიც Sketch კოლექციის ნაწილია, რჩება მხიარულ, ცხოველების ინსტინქტების ხვეულ ხაზად, მან ხელოვნების ნიმუშის ინოვაციამდე მიაღწია. Motion Capture ტექნოლოგიის წყალობით ტრიოს საშუალება ჰქონდა, რომ Sketh ავეჯი ჰაერში გაეკეთებინა. 3D პრინტერის გამოყენებით უცნაური ნაჭრები ფენა-ფენა გაკეთდა.

  1. Vegetal – Bouroullec Brothers-გან Vitra-თვის (2008)

ცნობილი ძმების კიდევ ერთი წყვილი Ronan და Erwan Bouroullec ყველაფერს ელეგანტურობას სძენს, რასაც აკეთებს. ეს ბუნებისგან შთაგონებული სკამები 4 წლის განმავლობაში ვითარდებოდა Vitra-თან ერთად. სკამები მოქსოვილია და ქმნის კალათისებურ დასაჯდომს. ფენები გატარებულია პოლიამიდის ბოჭკოს ყალიბში და უერთდება ფეხებს ისე, რომ ერთი მთლიანობა გამოჩნდეს. სკამები 2008 წელს ყველგან იყო, ყველა ძირითად გამოფენაზე. მათი მეგობრული ფორმა და ფერადოვნება უზრუნველყოფს მათ მყისიერ კლასიკად გადაქცევას.

წყარო: http://www.azuremagazine.com/article/top-30-the-most-iconic-chairs-of-the-past-30-years-part-2-starck-arad-front/

კომენტარი