ცოცხალი კედელი, ვერტიკალური ბაღი ან ვერტიკალური გამწვანება – როგორც გნებავთ ისე დაარქვით რადგან ყველა ამ სახელით მოიხსენიებენ ამ არაჩვეულებრივ დეკორაციას, რომლის გაკეთებაც შესაძლებელია როგორც ექსტერიერში ასევე ინტერიერშიც.

ნებისმიერი კარგად განათებული ადგილი თქვენს სახლში არის შესაფერისი გარემო ასეთი ბაღის გაშენებისა კედელზე.

ამ ტიპის დეკორაცია დღითიდღე პოპულარული ხდება და უკვე მილიონობით ადამიანის სახლსა თუ ბინაში ნახავთ ამ არაჩვეულებრივ მწვანე კედელს.

ძალიან ბევრი ადამიანი მათ აკეთებს სამზარეულოში, კიდევ უფრო მეტი სასტუმრო ოთახში, ზოგი კაბინეტშიც, რადგან ამ მწვანე საფარს ნამდვილად შესწევს უნარი მოგიხსნათ სტრესი და დაღლილობა, გაგახალისოთ და საკეთილდღეოდ წაადგეს თქვენს ჯანმრთელობას.

 

Image result

Image result

Image result

მოდით გადავხედოთ, გარდა იმისა რომ ულამაზესია ინტერიერში, რა სარგებლობა მოაქვს ცოცხალ კედელს?

1.     ვერტიკალური ბაღები აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს შენობაში

ილუზია იმისა რომ თითოეული ჩვენთაგანის სახლში ისეთი სუფთა ჰაერია, როგორიც უნდა იყოს ნორმითა და სტანდარტით ალბათ არ გვაქვს, გარდა უამრავი ვირუსისა და ბაქტერიისა, რომელიც ყოველდღიურად თანაარსებობს ჩვენთან, ჰაერი დაბინძურებულია ასევე იმ უამრავი რაოდენობით მტვერის ნაწილაკით, რომელიც წარმოიქმნება ასეთი გახშირებული და ინტენსიური მშენებლობებით დიდ ქალაქებში. მწვანე კედლებში განთავსებულ მცენარეებს შეუძლიათ გაასუფთაონ ჰაერი ტოქსინებისგან. რადგან ზოგადად მცენარეეს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეისრუტონ დამაბინძურებლები, არსებობენ კიდევ სხვა ტიპის მცენარეები რომლებიც განსაკუთრებული ინტენსივობით აკეთებენ ამ საქმეს. მწვანე კედელზე შეიძლება განთავსებული იყოს ასობით და ათასობით მცენარე, რომლებსაც შეუძლია გაანეიტრალოს ისეთი საშიში დამაბინძურებლები, როგორებიცაა Formaldehyde, VOCs, Carbon Monoxide

Image result

Image result

2. ვერტიკალურ ბაღებს შეუძლია დაიცვან სახლი და შენობა

ეს თვისება განსაკუთრებით გარე კედელზე გაკეთებულ მწვანე ბაღებს ახასიათებს, ისინი მოქმედებენ როგორც კლიმატ კონტროლი, ისინი შენობას იცავენ ტემპერატურის უეცარი ცვლილებისგან, რაც თავისთავად იწვევს ხოლმე კოროზიას. ეს მცენარეები ასრულებენ ცოცხალი საიზოლაციო მასალის როლს, ისინი უნარჩუნებენ ჰაერის სიგრილეს შენობას ზაფხულის ცხელ დღეებში, ხოლო ზამთრის სიცივეში ინარჩუნებენ სითბოს შენობაში. ეს ვერტიკალური ბაღები ისეა მოწყობილი, რომ შენობას შეუძლია ისუნთქოს, დაიცვას კედლები ნალექისგან, ქარისგან, მავნე UV სხივებისგან.

Image result

3.   ვერტიკალურ ბაღები ენერგოეფექტურია

როდესაც შენობა გარედან შეფუთულია ამ არაჩვეულებრივი ცოცხალი ბაღით, მის გათბობასა და გაგრილებაზე შედარებით ნაკლები ელექტროენერგია ან სხვა რესურსები იხარჯება. რაც მეტი მცენარეა გამოყენებული, მით მეტად ხდება ენერგიის დაზოგვა ამ შენობაში

Related image

4.  რა სარგებლობა მოაქვს ცოცხალ კედლებს ჯანმრთელობისთვის?

პირველი რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის მცენარეთა დამამშვიდებელი ზემოქმედება ადამიანზე. ისინი ამცირებენ ხმაურს და ჰაერის დაბინძურების დონეს. გამომდინარე იქედან, რომ მცენარეებს ახასიათებს მყისიერი დამშვიდების, სარელაქსაციო ზემოქმედება მათ ხშირად იყენებენ მისაღებ ოთახებში, სააბაზანოებში, სამზარეულოშიც კი.

მეორეს მხრივ მწვანე მცენარეულ საფარს აქვს უდიდესი გავლენა ადამიანის ენერგეტიკაზე, იგი ხდის ადამიანს უფრო ენერგიულსა და პროდუქტიულს, ამიტომ არის თანამედროვე ოფისებსა და სახლის კაბინეტებში, თითქმის ყველგან შეხვდებით მწვანე საფარს, თუ კედლების სახით არა, სხვა ტიპის მცენარეებს მაინც.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არს ჟანგბადი – ეს მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზედმეტი არასდროს არ არის და რაც მთავარია, ისინი უნაკლოდ არსებობენ ცენტრალური გათბობის ან გაგრილების პირობებშიც.

ცოცხალ კედელში განთავსებული მცენარეები ატენიანებენ ჰაერს შენობაში, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელია ჩვენთვის.

5-decor-ideas-that-will-add-style-to-the-bathroom-3-1

179069c2584260baa0c1b69bbc73f247

The indoor section of the wall

კომენტარი