ლონდონელი არქიტექტორი Pernilla Ohrstedt და ლოს ანჯელესელი დიზაინერი Jonathan Olivares გაერთიანდნენ საოფისე ავეჯის ახალ საგამოფენო დარბაზზე სამუშაოდ Vitra-ს სათაო ოფისში.
Vitra-ს საოფისე სივრცე განფენილია 1700 მ2-ზე Frank Gehry-ის 1989 წლის შენობის მეორე სართულზე. Vitra-ს კამპუსი მდებარეობს გერმანიაში, Weil am Rhein-ში.

Ohrstedt-მა და Olivares-მა ერთად იმუშავეს სივრცის განსაახლებლად და შექმნეს ახალი ადგილი ბრენდის საოფისე ავეჯის  წარმოსადგენად.

„Vitra-ს აქამდე არ ჰქონდა სპეციალურად საოფისე ავეჯის საგამოფენო დარბაზი კამპუსში,“ თქვა Ohrstedt-მა.

„კომპანიის საოფისე ავეჯი მთელი შენობის გარშემო იყო გაფანტული. მათ სურდათ, რომ საოფისე ავეჯის დარბაზიც ისეთივე წარმატებული ყოფილიყო, როგორიც VitraHaus-ია ავეჯის ბაზარზე.“

გუნდმა შიგა კედლები დაანგრია და ერთი მთლიანი სივრცე შექმნა, რომელიც შემდეგ ორად გაყო იატაკის დონის შეცვლით.

„უამრავი ძველი ოფისი არსებობს, საგამოფენო სივრცეები, ოთახები და ა.შ, მაგრამ ჩვენ სრულიად ახალი სივრცე გავხსენით, თქვა  Ohrstedt-მა.

გლუვი ბეტონი მიუყვება ფართო ფანჯრებს, მუხის ფიცრებით კი ფანჯრებისგან ოდნავ დაშორებული სექცია იქმნება.

ბეტონის ზონაში არაფორმალური საოფისე ავეჯია, რომელიც მოიცავს ფერად მოსასვენებელ სკამებს Hella Jongerius-გან. ეს სკამები პირველად შეიქმნა UN North Delegate’s Lounge-თვის.

Vitra-s სხვა პროდუქტები – მოდერნისტი დიზაინერების Charles და Ray Eames-ისა და  Jean Prouvé-ს სკამის ჩათვლით წარმოდგენილია 30 მეტრის სიგრძის გრძელ სკამზე ფანჯრების გასწვრივ.

ორი საფეხურით ზემოთ ხის იატაკიანი სივრცე უფრო ფორმალურ სამუშაო გარემოს ქმნის. სივრცე გაყოფილია ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილის ნაჭრებით, რომლებიც ჭერიდან ეშვება.

სივრცის უკანა მხარეს კუთხოვანი სამგანზომილებიანი ბილბორდი-კედელი დაფარულია ოფისის მბრუნავი სურათებით.

კედელი ფარავს დერეფანს, სადაც უფრო მეტი ავეჯი და განათებაა წარმოდგენილი.

ბილბორდის წინ 25 მეტრის სიგრძის მუხის მაგიდა დაემატა, რათა სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ, რომ დატესტონ სკამები, თითქოს საკუთარ სამუშაო ადგილას არიან.

„რთულია საოფისე სკამთან ურთიერთობა,“ თქვა Ohrstedt-მა. „სკამის დასატესტად თქვენ გჭირდებათ მაგიდის ზედაპირი, რათა დაეყრდნოთ, ასე რომ, ჩვენ შევქმენით მაგიდა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა.“

ალუმინის პატარა ვაგონი გამოფენის შესასვლელში გამოიყენება იმისთვის, რომ ბრენდის უახლესი დიზაინები დაათვალიერონ სტუმრებმა.

Vitra-ს კამპუსი ფართო წარმოებაა და მოიცავს შენობათა ფართო სპექტრს, როგორიცაა: Herzog & de Meuron’s Vitrahaus და Zaha Hadid-ის Fire Station.

Vitra-ს კამპუსის არქიტექტურული მრავალფეროვნება გამოიწვია 1981 წლის ხანძარმა, რომელმაც დაანგრია 1950 წლის თავდაპირველი შენობა.

ხანძრისა და გადაწვის მიუხედავად, მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე ცნობილი არქიტექტორი, დიზაინერი და ხელოვანი შეთანხმდა, რომ შეექმნათ შენობები, პავილიონები და სტრუქტურები ამ მიწაზე, რომელიც მდებარეობს გერმანიის მხარეს შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართან ახლოს.

აქვე, სწორედ იმ შენობაში, სადაც Vitra-ს სამუშაო სივრცეა, შვეიცარიელმა არქიტექტორმა Aurélie Blanchard-მა განაახლა დიდი სასადილო ოთახი. კამპუსი ნამდვილად მრავაფეროვანი და განახლებულია.

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/21/pernilla-ohrstedt-vitra-workspace-campus-weil-am-rhein-gehry-factory-building/

კომენტარი