ოსლოს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებმა დააპროექტეს და ააშენეს ზღვისპირა საუნა, რომელიც გაკეთებულია ხის ფიცრებისგან და ამაღლებულია ქვიან ადგილას.
სტრუქტურას ჰქვია The Bands და შედგება სამი ორგანზომილებიანი პროფილისგან. ისინი ერთმანეთის გვერდით დგას და საუნის შენობის ფორმას ქმიან. აქაა პიკნიკის ტერასა და დაბალი ცხელი აბაზანა, ეს ყველაფერი ნორვეგიული მთების თვალწარმტაცი ხედებით.
პროექტი, რომელიც მდებარეობს ყოფილი სათევზაო სოფლის Lofoten-ის ნავმისადგომებთან განხორციელდა Scarcity and Creativity Studio (SCS)-ის მიერ, რომელიც  დიზაინისა და სამშენებლო სტუდიაა ოსლოს არიტექტურისა და დაიზაინის სკოლაში.

„პროექტი განლაგებულია სანაპირო ზოლის დასასრულს და იგრძნობა პირდაპირი, მგრძნობიარე დამოკიდებულება ლანდშაფტსა და წყალს შორის,“ თქვა გუნდმა, რომელსაც მართავდნენ ხელმძღვანელები: Christian Hermansen, Solveig Sandness და Marcin Wojcik.

15 კვადრატულ მეტრიანი საუნის შენობა ახლოს დგას წყალთან. ბაფთისებური დიზაინის გამო შენობას აქვს სამი განსხვავებული წვეტიანი სახურავი: პირველის არის სიმეტრიული, დანარჩენი ორი კი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის.
„საუნა შექმნილია ერთგვარად მოძრავი ფიცრებით, რომლებიც დამოუკიდებლად მოძრაობენ, ქმნიან ასიმეტრიულობას, გვერდით შტოებს, რომლებიც სინათლეს შიგნით შემოსვლის საშუალებას აძლევს და შიდა სივრცეში იშლება,“ თქვეს დიზაინერებმა.
ასეთი განაწილება ქმნის ფანჯრების სერიებს. ამის გამო შენობა ჰგავს სამ განცალკევებულ კაბინას, რომელიც განსახიერებს უკვე არსებულ სამ შენობას: მეთევზის კოტეჯს, ვირთევზას ღვიძლის ზეთის საწარმოებელ შენობას და ვირთევზას დასამარილებელ შენობას.
„ეს შენობები თარიღდება ადრეული 1900-იანი წლებით და ჩათვლილია ისტორიულად მნიშვნელოვან ნაგებობებად, რადგანაც ისინი ამ რეგიონის ცხოვრების სტილის განმასახიერებელი ერთადერთი შემორჩენილი შენობებია. ამ მიზეზით სანაპირო და სამი ნაგებობა შევიდა კულტურული მემკვიდერობის სიაში, რომელიც დამტკიცებულია Nodrland-ის მიერ 2007 წელს.“
ხის დასაჯდომებიან ოთახში ხეზე მომუშავე ღუმელია ჩაშენებული.

გუნდმა ლარიქსი  გამოიყენა შენობისა და ტერასის კარკასისა და ზედაპირის გასაკეთებლად. მინა დაემატა საუნის კედლის გამჭვირვალობისთვის. სხვა ფანჯრები კი შუქგამტარი პოლიკარბონატული პლასტმასისგანაა დამზადებული.

ტერასაზე შუა ბილიკი იყოფა სამად, რათა შექმნას ორი განშტოება და სასადილო. „ჩაძირულ,“ ქვედა დონის ჭრილში არის ბარბექიუც.

ტერასის დასასრულს სამივე ბილიკი ჩადის ქვიან ადგილას წყლის ზღვარზე და ახალდაჭერილი თევზის მოსამზადებელ სივრცეს ქმნის.

პარკის საბოლოო დიზაინი ჯერ კიდევ მუშავდება. ჯგუფი ლანდშაფტურ სქემაზე მუშაობს Signe Nielsen-თან, ლანდშაფტის არქიტექტურის ფირმა Mathews Nielsen-ის დირექტორთან.„იქ იქნება სუროები, კაქტუსის მსგავსი და საჭმელად ვარგისი მცენარეებიც, როგორიცაა მდოგვის მცენარეები და რადიჩიო (იტალიური ვარდკაჭაჭა.) „მარწყვის დარგვის შესაძლებლობებსაც განვიხილავთ,“ თქვა Brasch-მა.
საუნის მოპირდაპირე მხარეს უფრო მცირე ტერასაზეა ცხელი აბაზანა, რომელიც შეიძლება ასევე განოიყენონ, როგორც აუზი.

პროექტი გაკეთდა 24 დღეში მაისსა და ივნისში და გუნდმა ყოველდღიური აქტივობების რეკორდი მოხსნა თავიანთ ბლოგზე, რომელსაც ჰქვია The Bands ფოტოებისა და ინფორმაციის დადებით. წინა კურსის სტუდენტებმაც ააშენეს მსგავსი სტრუქტურები, დასასვენებელი პატარა სახლიდან ხის ხიდამდე.

ოსლოს არქიტექტურის სკოლა ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც რეგულარულად ატარებს სტუდენტებისთვის მშნებლობის კურსებს.

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/24/the-bands-sauna-terrace-lofoten-norway-architecture-students/

კომენტარი