სამშენებლო მასალები
ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.

ადგილობრივ დონეზე ჰაიდელბერგცემენტი წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე. კომპანია 2006 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული დღემდე, რაც ძირითადად არსებული ქარხნების მოდერნიზაციასა და ბეტონის ბაზარზე გაფართოებას ემსახურებოდა. კომპანია ცემენტითა და ბეტონით ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს საქართველოში.

ჰაიდელბერგცემენტი ესადაგება ევროპულ სტადარტებს მენეჯმენტისა და წარმოების ყველა სფეროში. კომპანია როგორც გლობალური მოთამაშე ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და გარემოს დაცვით პროგრამებს, რისი ნათელი დადასტურებაა კომპანიის მიერ განხორციელებული 12 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია თანამედროვე ფილტრების ინსტალაციაში.

კომპანიამ ასევე ტექნიკური განათლებაშიც ჩადო ინვესტიციები, დაასპონსორა რა რუსთავის ტექნიკური უნივერსიტეტი და დააფინანსა 100-ზე მეტი სტუდენტის სწავლების საფასური.
გარდა ამისა, ჰაიდელბერგცემენტი ორიენტირებულია ბიომრავალფეროვნების განვითარებაზე როგორც ნედლეულის მოპოვების წინა ასევე შემდგომ ეტაპზე. მსოფლიოს მასშტაბით თავის 1000-ზე მეტ კარიერზე, კომპანია ცდილობს ადგილობრივ ფლორას და ფაუნას გაუწიოს პოპულარიზაცია.

ჰაიდელბერგცემენტი მდგრადი განვითარების 3 ამოსავალი წერტილის მიხედვით მუშაობს: ეკონომია, ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა. უახლესი ფილტრების მონტაჟი, კარიერებზე ბიომრავალფეროვნების განვითარებაზე ორიენტირებული მეცნიერული პროექტი Quarry Life Award“, საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისიმარათონი“, ნარჩენების მენეჯმენტი – ყოველივე ჩამოთვლილი ეხმიანება ჰაიდელბერგცემენტის მისიასა და მდგრადი განვითარების ინსტრუქციებს.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“
მისამართი: ქ. თბილისი, ლორქთიფანიძის 4
ტელ: +995322474747
ფაქსი: +995322470707
ელ-ფოსტა: info@heidelbergcement.ge ; marketing@heidelbergcement.ge communications@heidelbergcement.ge
ვებ-გვერდი: www.heidelbergcement.ge

შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“