„ჯიპიაი ჰოლდინგი“ არის ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია, რომელიც უკვე 14 წელია მოღვაწეობს.

„პოლისი კომფორტი“

პოლისი კომფორტი პრემიუმით შესაძლებელია ბინის რემონტის,ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევა.
ჩვენ აგინაზღაურებთ ზარალს, თუკი დაზღვეულ ქონებას ზარალი მიადგება ქვემოთ მოცემული შემთხვევების გამო.
რას ვაზღვევთ
• მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა;
• გათბობის სისტემების დაზიანება;
• კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა;
• წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი;
• ხანძარი, კვამლი, აფეთქება;
• ქურდობა ძარცვა, ყაჩაღობა;
• მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება (ვანდალიზმი);
• ბინის ქირის ანაზღაურება–სადაზღვევო კომპანია ასევე აგინაზღაურებთ სამი თვის ბინის ქირას – თვეში მაქსიმუმ 500 დოლარის ოდენობით, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო სახლში ცხოვრება შეუძლებელია.
რა ღირს პოლისი
• თვეში 10 ლარი – თუკი დაზღვეული სახლის/ბინის ფართი 120 კვ.მ.-ს არ აღემატება
• თვეში 20 ლარი – თუკი დაზღვეული სახლის/ბინის ფართი 120 კვ.მ.-დან 200 კვ.მ–მდეა
• თვეში 30 ლარი – თუკი დაზღვეული სახლის/ბინის ფართი 200 კვ.მ.-დან 300 კვ.მ–მდეა

ზარალის ანაზღაურება
რემონტის დაზიანების შემთხვევაში, აგნაზღაურდებათ 1 კვ/მ–ზე მაქსიმუმ 500 ლარი.
ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ მაქსიმუმ 20 000 ლარს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: 2 505 111
ელ. ფოსტა: info@gpih.ge
ვებ გვერდი.: www.gpih.ge