კომპანია „მასტერ ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს ბოლო 10 წლის მანძილზე. ის იმპორტირებას და შემდეგ რეალიზაციას უწევს ორიათასამდე დასახელების პროდუქტს რამოდენიმე სასაქონლო ხაზიდან.
კომპანიის პროდუქციის მთავარი სერიაა უკრაინული ბრენდი Zenit და შვეიცარული ფირმა DWT-ს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ელექტრო ტექნიკის პროფესიონალური და სამოყვარულო მოდელები. ტექნიკა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, დახვეწილი დიზაინით და ხელმისაწვდომი ფასებით. კომპანია ფლობს ტექნიკის მაკომპლექტებლებს და სახარჯი მასალებს, ხელის ხელსაწყოებს ( Darepeak და ZhWei tools-ის სახით ). ასევე სამაგრების ოთხასამდე დასახელების პოზიციას, სანტექნიკის და სხვა სამშენებლო მასალების ფართო სერიებს.
მასტერ ჯგუფი საკუთარი პროდუქციის დისტრიბუციას და საგარანტიო მომსახურებას კორპორატიული მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს. კომპანია თავად ფლობს შემკეთებელ სახელოსნოებს და ეწევა მაკომპლექტებელი ნაწილების იმპორტს, რაც მის მომხმარებელს საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგაც უმაღლესი ხარისხის სარემონტო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
კომპანია „მასტერ ჯგუფი“
მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა № 6
ტელ: (+995 32) 2654344; (+995) 595 337477
ელ. ფოსტა: info@mgp.ge; sales@mgp.ge; marketing@mgp.ge
ვებ. გვერდი: www.mgp.ge

კომპანია „მასტერ ჯგუფი“