დეველოპერული კომპანია
დეველოპერული კომპანია.
სს “m² უძრავი ქონება” 2006 წელს სს “საქართველოს ბანკის” მიერ დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

  • უძრავი ქონების განვითარება;
  • ქონების (საკუთრების) მართვა.

m² უძრავი ქონების აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული m² უძრავ ქონებაში.
დღეისათვის კომპანია m² უძრავი ქონება პარალელურად 4 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს – m² ნუცუბიძეზე,m² ყაზბეგზე, m² თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.
2014 წლის სექტემბრიდან, კომპანიამ ახალი კონცეფციის მქონე სამშენებლო ხაზი ოპტიმა წარადგინა. საცხოვრებელ კომპლექსში ოპტიმა ისანი, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა, ნაკლებ ფასად. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი დაზოგავს დროს, ფულს და ენერგიას. ოპტიმა ისანი კომპანია m²-ის ოპტიმალური ხაზის პირველი პროექტია. მსგავსი პროექტების განხორცილება თბილისის სხვადასხვა უბნებში იგეგმება.

სს “m² უძრავი ქონება”
ქ.თბილისი, ტატიშვილის №3/5
ტელ: 2 444 111
ელ. ფოსტა: info@m2.ge
ვებ გვერდი: www.m2.ge

დეველოპერული კომპანია m²