დეველოპერული კომპანია m² დღეისათვის ფლობს 2 დასრულებულ პროექტს იპოდრომთან და 4 მიმდინარე პროექტს:

m² ნუცუბიძეზე -სრულდება 8 თვეში.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 71

m² ყაზბეგზე-სრულდება 11 თვეში.

მისამართი: ყაზბეგის გამზ.25

m² თამარაშვილზე- სრულდება 18 თვეში.

მისამართი: თამარაშვილის ქ.6

ისანი ოპტიმა- სრულდება 16 თვეში.

მისამართი: მოსკოვის გამზ.14ა


m² ნუცუბიძეზე
საცხოვრებელი კომპლექსი m² ნუცუბიძეზე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71-ში შენდება. საცხოვრებელი სახლი შედგება 4 სადარბაზოსაგან და მოიცავს 221 ბინას. ნუცუბიძის ქუჩის მხრიდან გათვალისწინებულია 515.43 კვ.მ. კომერციული ფართი.
პროექტის უპირატესობები:
cover_nucubidzeze-8
• მოსახერხებელი მდებარეობა – მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზე, სამი მხრიდან სამანქანო მისასვლელით.
• ეფექტური დაგეგმარება – შენობა იდეალურად არის მორგებული რელიეფს, რის გამოც, მზის სხივები დღის განმავლობაში, მთელს კომპლექსზე ეფექტურად ნაწილდება.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
-2-სართულიანი ავტოსადგომი 86 ავტომანქანისთვის;
-შიდა ეზო დიდი სპორტული მოედნით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით.
• ხელმისაწვდომობა – სადარბაზოებისა და ბინების ეფექტური დაგეგმარების შედეგად თქვენ იღებთ მეტ კეთილმოწყობილ ფართს ნაკლებ ფასად.
• 23%-მდე ენერგოეფექტურობა – დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები – ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება – კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
ბინის გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ბინაში დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.


m² ოპტიმა ისანი
დეველოპერული კომპანია m² წარმოგიდგენთ პროდუქტების ახალ ხაზს ოპტიმა და გთავაზობთ პირველ, ენერგოეფექტურ პროექტს
ოპტიმა ისანი.

ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, თქვენ იძენთ თქვენთვის საჭირო ზომის ბინას ნაკლებ ფასად.
გარემონტებული ბინის შეძენით კი, თქვენ ზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას.
ოპტიმა
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, ისანში, მოსკოვის გამზ. 14ა -ში განთავსდება.

მდებარეობის მთავარი უპირატესობებია:

• სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან
• სიახლოვე ქალაქის ცენტრთან
• საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა, შესაბამისად, უკეთესი ეკოლოგიური გარემო
• კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა

კომპლექსი 5.237 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება. 2 დამოუკიდებლად მდგომი კორპუსი 238 ბინას მოიცავს.
პირველი კორპუსი 20-სართულიანია, ხოლო მეორე 10-სართულიანი. ქუჩის მხრიდან კომერციული ფართები განთავსდება.

პროექტის უპირატესობები:

23%-მდე ენერგოეფექტურობა – დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა და ენერგოეფექტური განათება
უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 23%-მდე დანაზოგს
კეთილმოწყობილი, მყუდრო ეზო – საბავშვო და სპორტული მოედნებით და ავტოსადგომებით
კომპლექსის მოვლის მომსახურება:
• 24-საათიანი დაცვა
• სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავება
• გამწვანების მოვლა
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები – ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.

სარემონტო მასალები და ინტერიერის დიზაინი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალებიდან.

მშენებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგში და რისკები გადაზღვეულია ACE European Group-ში.


m² თამარაშვილზე
m² -ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თამარაშვილის ქ. #6-ში შენდება.

6,604 კვ.მ. ტერიტორიაზე ორი 19-სართულიანი კორპუსი განთავსდება, რომელიც 270 ბინას მოიცავს. კომლექსის უნიკალურობა მის მდებარეობასა და დაგეგმარებაშია. ვიტრაჟული ფასადი და მინის აივნები ყველა ბინას გამორჩეულად ნათელს და მიმზიდველს ხდის.

მშენებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანია ალდაგში და რისკები გადაზღვეულია ACE European Group-ში.

პროექტის უპირატესობები:

უნიკალური მდებარეობა – ქალაქის ცენტრში, მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა, ორი მხრიდან სამანქანო მისასვლელით.

კომფორტი და უსაფრთხოება – 24-საათიანი დაცვის სამსახური, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოების დასუფთავება,გამწვანების მოვლას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები – ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე, ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.

გამწვანებული გარემო – ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავები მას მყუდროს და გამორჩეულს ხდის.
შენობის მეზობლად მდებარე სკვერი, საუკეთესო ადგილია დასვენებისა და გართობისათვის.

პანორამული ხედები – ვიტრაჟები და მინის აივნები შენობიდან გაშლილ ხედებს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

23%-მდე ენერგოეფექტურობა – დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, ენერგოეფექტური განათება.

ბინები დასრულებული რემონტით 49 კვ.მ.-დან.

ბინის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ.

გარემონტებულ ბინაში თქვენ დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.


m² ყაზბეგზე
m² -ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #25-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში, 6,201 კვ.მ. ტერიტორიაზე შენდება და 295 ბინას მოიცავს.

პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ,

14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის განახლებადი გრძელვადიანი სესხით, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნობრიობით.

პროექტის m² ყაზბეგზე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.

პროექტის უპირატესობები:

• მოსახერხებელი მდებარეობა – ქალაქის 2 ცენტრალურ გამზირს შორის, ორი მხრიდან საავტომობილო მისასვლელით.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
– მიწისქვეშა ავტოსადგომი;
– 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით.
• 23%-მდე ენერგოეფექტურობა – დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები – ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება – კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
ბინის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ. ცნობილი ევროპული ბრენდების სარემონტო მასალები და გათბობის სისტემა ბინის სიმყუდროვესა და სილამაზეს დიდი ხნით უზრუნველყოფს.
ბინაში აგრეთვე დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

კომენტარი