სამშენებლო დეველოპერული კომპანია
მომავალი ჰოლდინგის შექმნას საფუძველი 1991 წელს კომპანია „იმერმა“ ჩაუყარა, რომელიც ქართულ ბაზარზე საკვები პროდუქტებისა და საერთო გამოყენების საქონლის იმპორტ-ექსპორტით წარსდგა.
საქმიანობის არეალის ზრდის კვალდაკვალ, ეფექტიანი მენეჯმენტის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა დროს დაფუძნდა რამდენიმე შვილობილი კომპანია „MARDI WORLD“-ის, “MARDI HOUSE”-ის, “MARDI CITY”-ის, და “ძველი ბათუმის“ სახით, რომლებივ მოექცნენ მართვის ერთი ქოლგის, – MARDI HOLDING-ს ქვეშ. პარალელურად ჰოლდინგის პორტოფილიოში კი გაჩნდა ახალი ბიზნეს-საქმიანობა – საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან. კომაპნია მარდი ჰოლდინგი განსაკუთრებით ამაყობს სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე მიღწეული წარმატებებით. ეფექტიანი მენეჯმენტის, მკაცრი ფინანსური დისციპლინის, მომხმარებელთა ინტერესების სწორი ანალიზის და ურბანული განვითარების კონცეპტუალური ხედვის შედეგად შესაძლებელი გახდა თანამედროვე სტანდარტების და არქიტექტურულ-დიაზაინერული სტილის მრავალსარულიანი საცხოვრებელი სახლების აშენება ბათუმსა და თბილისში. უძრავი ქონების ბაზარზე კომპანიამ დაგენერგა და განავითარა სასტურმოს ტიპის საცხოვრებელი სახლების (ე.წ. აპარტ-ოტელების) სრული სერვისი. MARDI HOLDING-S ამ ეტაპისთვის სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით განხორცილელებული აქვს 5 პროექტი ბათუმსა და თბილისში და ერთდროულად აგრძელებს მუშაობას 9 ახალ პროექტზე. წარმატებული ბიზნეს-პროექტები და საბაზრო ტენდენციები ჰოლდინგს აძლევს სტიმულსა და შესაძლებლობას საკუთარი ძალები მოსინჯოს ახალი მიმართულებებით. 2014 წლის დასაწყისში MARDI HOLDING-ის შვილობილმა კომპანიამ გააფორმა მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებში, აჭარის რეგიონში დაიწყო სამზადისი მცერემასშტაბიანი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის. კომპანია “MARDI HOLDING“-ის ფასეულობათა და ბიზნეს-ფილოსიფიის ღერძს სოციალური პასუხისმგებლობა წარმოეადგენს. ამ დრომდე ჰოლდინგურ გაერთიანებას არაერთგზის მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სახის სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში. ჰოლდინგის მენეჯმენტის მიერ კი სულ ახლახანს მიღებული იქნა გადაწყვეტილება მხოლოდ სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებზე ორიენტირებული ფონდის დაფუძნების შესახებ, რომლის პრეზენტაციის ხილვის საშუალება საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეცემა.
მარდი ჰოლდინგი
სათაო ოფისი: ბათუმი, საქართველო, ქუთაისის ქ. №8
ტელეფონი: +995 422 274741; +995 574 20 20 20
ფაქსი: +995 422 274741
ელ.ფოსტა: INFO@MARDIHOLDING.COM
ვებ. გვერდი: www.mardiholding.com

მარდი ჰოლდინგი