შპს “დიო”

დიო ეს არის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისკენ. სწორედ ამიტომ დიო დღემდე პოპულარული, პრესტიჟული და საიმედო პარტნიორია.

კომპანია ფრეგატი

შპს ,,კომპანია ფრეგატი''. ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ და მოგაწოდოთ ნებისმიერი სირთულის მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქცია. კომპანია მოღვაწეობს 2011 წლის მაისიდან. მომხმარებელს ვთავაზობთ: უმაღლესი ხარისხის, გერმანულ და თურქულ პროდუქციას. ასევე: გარე და შიდა რაფები, მწერებისაგან დამცავი ბადე, ამერიკული ბადე-როლეტი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზი, ფარდა-როლეტი. იდეალური სიმყუდროვე, მაღალი ხარისხი, მყარი გარანტიით.

შპს “ჯეო ბილდი”

სამშენებლო კომპანია "ჯეო ბილდი" დაარსდა 2012 წელს. კომპანია ასრულებს სამშენებლო-სარემონტო და საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოებს. ძირითადი საქმიანობა: 1. ხის კარ–ფანჯრის დამზადება 2. ხის შიდა და გარე კიბეების მოწყობა 3. ღია და შემინული აივნის მოწყობა 4. MDF-ის კარებების და ავეჯის დამზადება

შ.პ.ს. “გორა”

სამუშაო პერიოდი: 2004 წლიდან დღემდე. მუშაობის სფერო: ხის დამამუშავებელი /ხე-მასალის ტექნოლოგიური შრობა, პარკეტის, იატაკის, კარ-ფანჯრის, ავეჯის, სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი ხე-მასალის წარმოება.

შპს “ზოდი”

კომპანია “ზოდი” არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. „ზოდის“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით კომპანია „ზოდი“ ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

შპს “ემ ჯი ეს ჯგუფი”

შპს "ემ ჯი ეს ჯგუფი" უკვე 10 წელია რაც მოღვაწეობს სამშენებლო სფეროში. საქმიანობა: მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები; მინის ნაკეთობები: საშხაპე კაბინები, მინის მოაჯირები; ალუმინის მოაჯირები, MDF კარებები.

შპს „გრადიენტი“

Roto მსოფლიო ბრენდია და ლიდერი კარ-ფანჯრების აქსესუარების წარმოებაში. გაღება-გადმოკიდების მექანიზმის გამომგონებლის, ვილჰელმ ფრანკის მიერ დაარსებული გერმანული კონცერნი Roto (Roto Frank AG) და მისი ოფოციალური წარმომადგენელი საქართველოში, შპს “გრადიენტი“ გთავაზობთ Roto-ს წარმოების უმაღლესი ხარისხის მექანიზმებს მეტალოპლასტმასის, ხის და ალუმინის პროფილისგან დამზადებული კარ ფანჯრისათვის.

შ.პ.ს. “UNICOM”

კომპანია "Unicom"-ი 2009 წლიდან ეწევა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ბაზრებზე საქმიანობას: • ფართო ასორტიმენტის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მინა • ალუმინის და მინის მოაჯირები • ალუმინის მოაჯირის აქსესუარები • კარადა-კუპეები და ალუმინის პროფილები • ნებისმიერი ფორმის მინისა და სარკის დამუშავება • საშხაპე კაბინების მიწოდება და მონტაჟი • მინის მაგიდები, სარკეები • მინისა და ავეჯის აქსესუარები • ავეჯის სასრიალო მექანიზმები • სასრიალო კარებების მექანიზმები და პროფილები • ფარდა და ფარდა-ჟალუზები • კარნიზები და ფარდის აქსესურები

შპს ,,ექსკლუზივ – ჯორჯია”

მოღვაწეობის პერიოდი - 15 წელი კომპანია ,,ინ-ექს დიზიანის" სახით და ბოლო 5 წელი კომპანია ,,ექსკლუზივ - ჯორჯიას" სახით. საქმიანობის პროფილი : - თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ქართულ ბაზარზე; - ალუმინის, შუშის და მეტალოპლასტმასის ყველა სახის ნაწარმის (პროფილები, აქსესაუარები, ფურნიტურა) იმპორტი და შემდგომი რეალიზაცია საქართველოში. ვემსახურებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ვასრულებთ როგორც კერძო შეკვეთებს, აგრეთვე სამშენებლო კომპანიებისთვის დიდი მოცულობის სამუშაოებს (ფასადები, ვიტრაჟები, კარ-ფანჯარა, მოაჯირები, შუშის გადახურვები და ა.შ.).

შპს ,,ალბიონი 2005″

ვამზადებთ და ვამონტაჟებთ ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებსა და კონსტრუქციებს.თურქული და გერმანული(salamander) პროფილებით,roto,mako,siegeniaAUBI-ს აქსესუარებით,ასევე მწერებისაგან დამცავ ბადეებს,ფარდა-ჟალუზებს,რაფებსა და მინა-პაკეტებს.საქართველოს ბაზარზე ვართ 2001 წლიდან(სხვა სახელით)