მოსაპირკეთებელი მასალები

შპს “KMP”

კომპანია KMP არის კნაუფის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ერთერთი ლიდერი Knauf -ის ჯგუფში, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან მოღვაწეობს. საერთაშორისო ბრენდი Knauf დაფუძნებულია ოჯახური ბიზნესის პრინციპებზე და დღეისათვის მსოფლიოში ერთერთ უდიდეს სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელს წარმოადგენს.

კამარა

შპს „კამარა“-ს მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა. ის წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და 2006 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახდა. ამის მთავარი მიზეზი საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომაა - თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, „კამარა“ უმოკლეს დროში ხარისხიან, გამძლე პროდუქციას ამზადებს.

შპს ”სტოუნ არტ”

შპს ”სტოუნ არტ” შეიქმნა 2007 წელს და მაშინვე ბრენდით – STONEART გავიდა ბაზარზე. კომპანია აწარმოებს დეკორატიულ ქვას ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. ქვის ტიპი და ფერთა გამა პრაქტიკულად შეუზღუდავია. დეკორატიული ქვა შეიძლება დამზადდეს კატალოგის მიხედვით ან ინდივიდუალურად, შეკვეთის შესაბამისად. აქ შემუშავებული უნიკალური მეთოდის მეშვეობით მიღებული პროდუქტის წონა ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ბეტონის ნაწარმზე 30-35%-ით მსუბუქია, ხოლო სიმტკიცით არ ჩამოუვარდება მას.

შ.პ.ს “GDS”

კომპანია “GDS”-ის მიერ წარმოებული დეკორატიული ქვა არის ბუნებრივი მასალის საუკეთესო ალტერნატივა. თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენების შედეგად შეიქმნა სხავასხვა ფაქტურის, ფერის, მტკიცე და ყინვაგამძლე მოსაპირკეთებელი მასალა. 12 წლიანი გამოცდილებით, სიახლეების ძიებისა და მათი წარმოებაში დანერგვის შედეგად “GDS”-ის დეკორატიული ფილებით შესაძლებელია მყარი კედლის ყველა სახეობის ზედაპირის (ბეტონი, ბლოკი, აგური.), სწორი, 90 გრადუსანი, ოვალური ფორმის ზედაპირების და კოლონების, ხოლო დეკორატიული ელემენტებით კარებისა და ფანჯრის პერიმეტრების მოპირკეთება.

შპს”კორპის სახლი”

ვმოღვაწეობთ 2013 წლის ზაფხულიდან. ვყიდით კორპის მასალისგან დამზადებულ: კორპის იატაკს, კორპის დეკორს, კორპის მოზაიკას და კორპის ქვეშაგს.

შ.პ.ს. “გორა”

სამუშაო პერიოდი: 2004 წლიდან დღემდე. მუშაობის სფერო: ხის დამამუშავებელი /ხე-მასალის ტექნოლოგიური შრობა, პარკეტის, იატაკის, კარ-ფანჯრის, ავეჯის, სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი ხე-მასალის წარმოება.

შპს „ახალი მარკა“

კომპანია "ახალი მარკა" 2014 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უმსხვილესი პარკეტის მწარმოებელი რუსული კომპანიის "INVEST-PARQUET" -ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ხისგან დამზადებული პარკეტის ექსპორტს რუსეთიდან საქართველოში და მთელს ამიერკავკასიის რეგიონში.

შპს “გი” – ნანოტექნოლოგიური საღებავები

1. ნანოტექნოლოგიური საღებავი (თბოიზოლატორი -60+260°, ჰიდროიზოლატორი, აუდიოიზოლატორი, ცეცხლგამძლე 2საათამდე ინტერვალში 800°-ზე). წასმა შეიძლება ნებისმიერ სამშენებლო ზედაპირზე მინის გარდა ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, წყლის სტრუქტურაზე დამზადებული. საღებავის 1მმ სისქე იგივე სითბოს ინარჩუნებს რასაც 15სმ სტეკლოვატა. 2. იგივე თვისებების შპაკლი. 3. თვითმანათობელა საღებავი. დაიტანება ნებისმიერ ზედაპირზე, მცენარეებზეც

შპს “ზოდი”

კომპანია “ზოდი” არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. „ზოდის“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით კომპანია „ზოდი“ ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

შპს “ფასარგადი”

საქმიანობის სფერო: 1) სამშნებელო მასალები, კერძოდ მოსაპირკეთებელი ფილები, ირანული კაფელ-მეტლახის დიდი არჩევანი, ასევე ონკანები. საქართველოში კომპიანია მოღვაწეობს მე-3 წელია. ვფლობთ ირანის უდიდესი კერამიკისა და ფილები მწარმოებელ ბრენდის Pasargad Ceramic & Tile Co სავაჭრო ნიშანს და ვართ მათი ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. გარდა ამისა, ვართ PARS POULTRY EQUIPMENT-ის ოფიციალური წარმომადგენლები.