კომპანია “ინტრეკ ჯორჯია”

კომპანია ინტრეკ ჯორჯია, პირველი ქართული კომპანიაა და ამავე დროს ლიდერია კომპოზიტური არმატურის წარმოებაში. ინტრეკ ჯორჯიამ საქართველოში 2014 წელს დანერგა ახალი თანამედროვე წარმოება რომელიც დღითი დღე იზრდება და ვითარდება. დღემდე კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ (თბილისი, ბათუმი, პლოვდივი, ბაქო) საერთაშორისო გამოფენებში.

კომპანია „მასტერ ჯგუფი“

კომპანიის პროდუქციის მთავარი სერიაა უკრაინული ბრენდი Zenit და შვეიცარული ფირმა DWT-ს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ელექტრო ტექნიკის პროფესიონალური და სამოყვარულო მოდელები. ტექნიკა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, დახვეწილი დიზაინით და ხელმისაწვდომი ფასებით. კომპანია ფლობს ტექნიკის მაკომპლექტებლებს და სახარჯი მასალებს, ხელის ხელსაწყოებს ( Darepeak და ZhWei tools-ის სახით ). ასევე სამაგრების ოთხასამდე დასახელების პოზიციას, სანტექნიკის და სხვა სამშენებლო მასალების ფართო სერიებს.

შპს “ICESTrade”

მუშაობის სფერო: სამშენებლო მასალები, ძირითადად სენდვიჩ პანელების იმპორტირება და ასევე მათი წარმოება. მუშაობის გამოცდილება: 2 წელი. ვაწარმოებთ სენდვიჩ პანელს და ასევე ვართ თურქული სენდვიჩ პანელების „mekpanel“-ის იმპორტიორი.

კომპანია ფრეგატი

შპს ,,კომპანია ფრეგატი''. ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ და მოგაწოდოთ ნებისმიერი სირთულის მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქცია. კომპანია მოღვაწეობს 2011 წლის მაისიდან. მომხმარებელს ვთავაზობთ: უმაღლესი ხარისხის, გერმანულ და თურქულ პროდუქციას. ასევე: გარე და შიდა რაფები, მწერებისაგან დამცავი ბადე, ამერიკული ბადე-როლეტი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზი, ფარდა-როლეტი. იდეალური სიმყუდროვე, მაღალი ხარისხი, მყარი გარანტიით.

შპს “ჯეო ბილდი”

სამშენებლო კომპანია "ჯეო ბილდი" დაარსდა 2012 წელს. კომპანია ასრულებს სამშენებლო-სარემონტო და საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოებს. ძირითადი საქმიანობა: 1. ხის კარ–ფანჯრის დამზადება 2. ხის შიდა და გარე კიბეების მოწყობა 3. ღია და შემინული აივნის მოწყობა 4. MDF-ის კარებების და ავეჯის დამზადება

სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი”

1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.

ხის მასალა

ხის გადამამუშავებელი საამქრო სამშენებლო კომპანიებს სთავაზობს ხის მასალას ადგილზე მიზიდვით.

შპს”კორპის სახლი”

ვმოღვაწეობთ 2013 წლის ზაფხულიდან. ვყიდით კორპის მასალისგან დამზადებულ: კორპის იატაკს, კორპის დეკორს, კორპის მოზაიკას და კორპის ქვეშაგს.

შპს “სმფ”

საქმიანობა: ვებ გვერდი, სამშენებლო მასალების ფასების კატალოგი.

შპს “ბიზნეს ჯგუფი”

მუშაობის სფერო: საინჟინრო გეოლოგია, არქიტექტურა (პროექტირება, დიზაინი), სხვადასხვა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალების მიწოდება (გვაქვს მაღაზია აგლაძის N5ბ), წყალ-კანალის მილების რემონტი-მონტაჟი, ექსპერტიზა (საინჟინრო და გეოლოგიური), თარგმანი ევროპულ ენებზე (და პირიქით)... კომპანია დაარსდა 2012 წლის მიწურულს.