სამშენებლო მასალები

შპს “KMP”

კომპანია KMP არის კნაუფის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ერთერთი ლიდერი Knauf -ის ჯგუფში, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან მოღვაწეობს. საერთაშორისო ბრენდი Knauf დაფუძნებულია ოჯახური ბიზნესის პრინციპებზე და დღეისათვის მსოფლიოში ერთერთ უდიდეს სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელს წარმოადგენს.

Kalmatron Georgia

როგორ უნდა ავიცილოთ ნესტი და წყლის შემოდინების პრობლემა? სწორად ამ პრობლემის გადაწყვეტაზეა ორიენტირებული კომპანია KALMATRONGEORGIA. ჰოლდინგი დაარსდა 2006 წელს და 2011 წლიდან დაიწყეს საქართველოში ჰიდროსაიზოლაციო მასალა KALMATRON-ის წარმოება. კალმატრონის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა პირობებში გამოიყენება

სს “ბაუმარკეტი”

«ბაუმარკეტი» პირველი სამშენებლო და სარემონტო მარკეტია რუსთავში. მარკეტი, 1828 წელს დაარსებული გერმანული მაღაზიათა ქსელის, “ბაუმარკეტის” პლატფორმაზეა აგებული და მის ქართულ ანალოგს წარმოადგენს. რუსთაველ მომხმარებელს «ბაუმარკეტში»15 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია.

შ.პ.ს “GDS”

კომპანია “GDS”-ის მიერ წარმოებული დეკორატიული ქვა არის ბუნებრივი მასალის საუკეთესო ალტერნატივა. თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენების შედეგად შეიქმნა სხავასხვა ფაქტურის, ფერის, მტკიცე და ყინვაგამძლე მოსაპირკეთებელი მასალა. 12 წლიანი გამოცდილებით, სიახლეების ძიებისა და მათი წარმოებაში დანერგვის შედეგად “GDS”-ის დეკორატიული ფილებით შესაძლებელია მყარი კედლის ყველა სახეობის ზედაპირის (ბეტონი, ბლოკი, აგური.), სწორი, 90 გრადუსანი, ოვალური ფორმის ზედაპირების და კოლონების, ხოლო დეკორატიული ელემენტებით კარებისა და ფანჯრის პერიმეტრების მოპირკეთება.

შპს “რუსთავის ფოლადი”

2011 წელს შეიქმნა შპს “რუსთავის ფოლადი”, რომელმაც შეიძინა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მეტალურგიული წარმოებაა მთელს კავკასიაში, მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სამხრეთითა და მისგან 30 კილომეტრის დაშორებით. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 1948 წელს დაარსდა და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო, რომელიც ამზადებდა ფოლადს, ცხლადნაგლინ უნაკერო მილებს, თუჯის, ალუმინისა და რკინის სხვადასხვა კონსტრუქციებს. ქარხანა აწარმოებდა უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიები“

შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიები“ „ICS Penetron international“ Ltd-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. საქმიანობის სფერო: - შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო სისტემის - პენეტრონის ჯგუფის მასალების რეალიზაცია; - ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების წარმოება პენეტრონის ჯგუფის მასალებით.

შპს “იზოლუქსი”

კომპანია "იზოლუქსი"-ს ზრუნავს საქართველოში უმაღლესი სხარისხის თურქულ, გერმანულ და ესპანურ ჰიდროსაიზოლაციო მასალის იმპორტზე და დისტრიბუციაზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო პროდუქციის არჩევანს, ბიტუმოვანი ჰიდროიზოლაციით დაწყებული, პოლიურეთანის ქაფებითა და თხევადი წყალმედეგი მემბრანებით დამთავრებული. კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობთ და გვამარაგებენ წყალმედეგი მასალით, უკვე 20 წელი არიან ამ ასპარეზზე და უზრუნველყოფენ მაღალტექნოლოგიური, ხარისხიანი მასალებით მომარაგებას.

კომპანია “ინტრეკ ჯორჯია”

კომპანია ინტრეკ ჯორჯია, პირველი ქართული კომპანიაა და ამავე დროს ლიდერია კომპოზიტური არმატურის წარმოებაში. ინტრეკ ჯორჯიამ საქართველოში 2014 წელს დანერგა ახალი თანამედროვე წარმოება რომელიც დღითი დღე იზრდება და ვითარდება. დღემდე კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ (თბილისი, ბათუმი, პლოვდივი, ბაქო) საერთაშორისო გამოფენებში.

კომპანია „მასტერ ჯგუფი“

კომპანიის პროდუქციის მთავარი სერიაა უკრაინული ბრენდი Zenit და შვეიცარული ფირმა DWT-ს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ელექტრო ტექნიკის პროფესიონალური და სამოყვარულო მოდელები. ტექნიკა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, დახვეწილი დიზაინით და ხელმისაწვდომი ფასებით. კომპანია ფლობს ტექნიკის მაკომპლექტებლებს და სახარჯი მასალებს, ხელის ხელსაწყოებს ( Darepeak და ZhWei tools-ის სახით ). ასევე სამაგრების ოთხასამდე დასახელების პოზიციას, სანტექნიკის და სხვა სამშენებლო მასალების ფართო სერიებს.

შპს “ICESTrade”

მუშაობის სფერო: სამშენებლო მასალები, ძირითადად სენდვიჩ პანელების იმპორტირება და ასევე მათი წარმოება. მუშაობის გამოცდილება: 2 წელი. ვაწარმოებთ სენდვიჩ პანელს და ასევე ვართ თურქული სენდვიჩ პანელების „mekpanel“-ის იმპორტიორი.