შპს „ენელჯი“

შპს „ენელჯი“ ბაზარზეა 2011 წლიდან, ვეწევით სამშენებლო ტექნიკით მომსახურეობას (ექსკავატორები, დამტვირთველები, კრანები, ბეტონის მიქსერები, სტაციონალური და მობილური პომპები. ასევე მძიმე და არაგაბარიტული ტექნიკის გადაზიდვას მრავალღერძიანი მისაბმელებით.

შპს სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“

სამთო კომპანია “ფარავანპერლიტი”- საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის, აგროპერლიტის და ფილტროპერლიტის, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და შეესაბამება როგორც დსთ-ს ქვეყნების, ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“

ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.