დიზაინ სითი ჯორჯია

მულტიბრენდული კომპანია "DESIGN CITY" დასავლური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. ევროპული და ამერიკული ბრენდების ფართო სპექტრით წარმოდგენილია: იატაკის, შპალერების, შემრევების, ქსოვილების, სანტექნიკისა თუ მშენებლობისთვის საჭირო მასალები.

კომპანია “ბანიოდიზაინ”

BAGNODESIGN შოურუმები ეს არის პრემიუმ კლასის ადგილი არა მარტო არქიტექტორებისა და დიზაინერებისათვის , არამედ კერძო დამკვეთთათვის. კოლექცია წარმოადგენს სააბაზანო მოწყობილობებისა და აქსესუარების ფართო სპექტრს. თბილისის შოურუმი გაიხსნა 2013 წლის 2 იანვარს . ჩვენ გთავაზობთ კლასიკური და თანამედროვე ფორმის აბაზანებს, უნიტაზებს, ნიჟარებს, შემრევებსა და აქსესუარებს თქვენი სააბაზანოს მოსაწყობად, ყველანაირი გემოვნების მომხმარებლისათვის.

კომპანია ,,სანტექ.სერვისი“

კომპანია ,,სანტექ.სერვისი“ 2011 წლიდან ემსახურება ქალაქ თბილისს, რუსთავს და მარნეულის მუნიციპალიტეტს. კომპანიის ძირითადი სამუშო წყალსადენ-კანალიზაციის შიდა და კერძო ქსელების საავარიო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაა. ჩვენ ვასრულებთ ყველა იმ სამუშაოს რასაც არ ემსახურება ქალაქის წყალსადენი. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ 24/7 სწრაფ და საიმედო სანტექნიკურ, საკანალიზაციო და გათბობის სისტემებზე მომსახურებას, ჩვენი კვალიფიციური გუნდით და ჩვენივე ტექნიკით.

შპს “ნოვა”

"ნოვა" სამშენებლო-სარემონტო და სასახურავე მასალების იმპორტიორ-ექსპორტიორი და მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კომპანიამ 2011 წლიდან ბათუმის ფილიალის გახსნასთან ერთად დაიწყო სასახურავე მასალების წარმოება ფერის, ზომის და ფორმის მიხედვით. 2012 წლიდან ნოვა თაბაშირ-მუყაოს აქსესუარებს ე.წ. ჭერისა და ტიხრის პროფილებს, საკიდებს, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანებს. 2013 წლის დეკემბერში ნოვა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO-9001:2008 სტანდარტის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი გახდა. 2014 წლიდან პოლიეთილენის წყლის ავზებს აწარმოებს.

შპს “ზოდი”

კომპანია “ზოდი” არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. „ზოდის“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით კომპანია „ზოდი“ ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

შპს “ფასარგადი”

საქმიანობის სფერო: 1) სამშნებელო მასალები, კერძოდ მოსაპირკეთებელი ფილები, ირანული კაფელ-მეტლახის დიდი არჩევანი, ასევე ონკანები. საქართველოში კომპიანია მოღვაწეობს მე-3 წელია. ვფლობთ ირანის უდიდესი კერამიკისა და ფილები მწარმოებელ ბრენდის Pasargad Ceramic & Tile Co სავაჭრო ნიშანს და ვართ მათი ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. გარდა ამისა, ვართ PARS POULTRY EQUIPMENT-ის ოფიციალური წარმომადგენლები.

შპს “ლუნიტექსი”

შპს "LUNITEX", სამშენებლო, მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტიორები, ასევე სანტექნიკის (უნიტაზები, პირსაბნები, ბიდეები, საშხაპე კაბინები) იმპორტიორებიც. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში სანტექნიკაზე უკვე 8 წელია, ხოლო შენობების მოსაპირკეთებელ მასალაზე (მინამაგნეზიტის ფილები) 4 წელი.

კომპანია “მაქსთერმი”

მაქსთერმი მომხმარებელს სთავაზობს,: გათბობას , კონდენცირებას, ვენტილაციას, წყალ-კანალიზაციას. ასევე აბაზანის მოწყობილობას: უნიტაზებს, ნიჟარებს, ონკანებს.

BELLE MAISON

BELLE MAISON-ში წარმოდგენილია სანტექნიკური ნაწარმი და გაყვანილობები, სამზარეულოები, ავეჯი, შპალერები და ფარდები, ფილები, პარკეტი, განათება და გათბობა.