სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი”

1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.