შ.პ.ს. „მონოლით ჯგუფი“

სამშენებლო - დეველოპერული კომპანია შ.პ.ს. „მონოლით ჯგუფი“ დაარსდა 2013 წელს და მის საქმიანობას წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია.

სადაზღვევო კომპანია “ირაო”

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 11 წლის მანძილზე კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებაში. „ირაოს“ აქციების 100%-ის მფლობელი გახლავთ ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია - ავსტრიული, ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG).

დომუს დეველოპმენტ

10 წელი სამშენებლო ბაზარზე. DOMUS development ბელგიური კომპანია "Reynaers Aluminum"-ის კარ–ფანჯრების სისტემების ოფიციალური სერტიფიცირებული გადამამუშავებელია საქართველოში.

შპს „ინ სტაილი“

კომპანია „ინ სტაილი“ 2014 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. მუშაობის სფერო: არქიტექტურა, პროექტირება, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება, კულტურის ძეგლების მიშენება/რეკონსტრუქციის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება, ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, ავეჯის დიზაინი და წარმოება, აზომვითი სამუშაოები.

შპს “ჯეო ბილდი”

სამშენებლო კომპანია "ჯეო ბილდი" დაარსდა 2012 წელს. კომპანია ასრულებს სამშენებლო-სარემონტო და საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოებს. ძირითადი საქმიანობა: 1. ხის კარ–ფანჯრის დამზადება 2. ხის შიდა და გარე კიბეების მოწყობა 3. ღია და შემინული აივნის მოწყობა 4. MDF-ის კარებების და ავეჯის დამზადება

სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი”

1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.

არქიტექტურული ფირმა -“RA- პროექტი”

ვმუშაობთ 1989 წლიდან. მუშაობის სფერო: არქიტექტურული პროექტირება. ინტერიერის დიზაინი, მშენებლობა.

შპს “ბიზნეს ჯგუფი”

მუშაობის სფერო: საინჟინრო გეოლოგია, არქიტექტურა (პროექტირება, დიზაინი), სხვადასხვა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალების მიწოდება (გვაქვს მაღაზია აგლაძის N5ბ), წყალ-კანალის მილების რემონტი-მონტაჟი, ექსპერტიზა (საინჟინრო და გეოლოგიური), თარგმანი ევროპულ ენებზე (და პირიქით)... კომპანია დაარსდა 2012 წლის მიწურულს.

შპს “Xline”

შპს “ტექტონი”

სამშენებლო ბიზნესი - სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება /პროექტირება/. კომპანია დაარსების დღიდან /2000წ./ მოღვაწეობს საქართველოში.