შპს “მშენებელი ზ.თ.ზ.”

სამშენებლო კომპანია “მშენებელი ზ.თ.ზ” დაარსებულია 2007 წლის 2 მაისს. კომპანიის დამფუძნებლები არიან თეიმურაზ აფციაური-დირექტორი და ზურაბ ლაფაჩი-მთავარი ინჟინერი. კომპანია ასრულებს სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს , როგორც ინტერიერის ისე ფასადის, საინჟინრო ქსელების და კომუნიკაციების (გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, ელგაყვანილობის, წყალმომარაგება-კანალიზაციის) მონტაჟს. აგრეთვე ამზადებს მაღალი ხარისხის საოფისე ავეჯს. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი ინჟინერ ტექნიკური პერსონალით. ჩვენი დევიზია მომხმარებლის ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინება, სამუშაოს მაღალხარისხიანი შესრულება გათვალისწინებულ ვადებში.

კომპანია “დომინო ქონსტრაქშენს”

კომპანია "დომინო ქონსტრაქშენს" დაფუძნდა 2 წლის წინ. მოღვაწეობის სფერო: სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები, 3D დაპროექტება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, არქიტექტორული დაგეგმარება, ჩასაშენებელი ბუხრების, დაცვის სისტემის, კონდიცირების და გათბობის სისტემის და ელექტრო სისტემის მონტაჟი.

შპს “ZMK”

ჩვენი კომპანია დაარსდა და გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია 2009 წ. 30 დეკემბერს ქ. თბილისში როგორც სამშენებლო-საწარმოო სუბიექტი. მისი დამფუძნებელი - გიორგი ასათიანი, პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი, სამშენებლო საქმესა და მშენებლობის მენეჯმენტის 25 წლიანი გამოცდილებით.

შპს “გოდოლი 2008”

შპს “გოდოლი 2008” ჩამოყალიბდა 2007 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის #67 ფოლადის კონსტრუქციების კათედრისა და კათედრასთან არსებული საპროექტო საკონსტრუქტორო ბიუროს "მშენებელი"-ს თანამშრომელთა ბაზაზე.შპს “გოდოლი 2008” დღიდან ჩამოყალიბებისა ახორციელებს საპროექტო სამუშაოებს ისეთი ორგანიზაციების დაკვეთით, როგორიცაა "წავკისის ველი", "ჰაიდელბერგ ცემენტი", კომპანია "სასკო" და სხვ.

JNM COMPANY

"JNM COMPANY" დაარსდა 2014 წლის ივნისში. კომპანიის საქმიანობა არის არქიტექტურა და მშენებლობა.

სამშენებლო კომპანია “აი-ჯი-აი კომპანი”

თბილისი, ძველი და მდიდარი ტრადიციების მატარებელი ქალაქი, ყოველივე თანამედროვეს დადებითად აღიქვამს მხოლოდ მაშინ, თუ იგი მის ტრადიციებს არ არღვევს. თუ თბილისი გიყვარს, მას უცხო და მახინჯი სხეული არ უნდა აკადრო, მითუმეტეს, როცა ეს ქალაქის ცენტრს ეხება. იქ სადაც „ელავენ ელექტრონის ლამპიონები, ჩელიუსკინელთა ხიდისა და შესანიშნავ სანაპიროს გასწვრივ ელექტრონის ბურთები ტივტივებენ მტკვარში“ (კონსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა), ჩვენ ვაშენებთ სახლს - ტრადიციულს, თბილისურს, მაგრამ თანამედროვეს და კომფორტულს. სახლს ექნება გამორჩეული ნიშანი - დიდი საათი სახლის თავზე, რომელიც მას უნიკალურს გახდის და ოფიციალური მისამართისაგან დამოუკიდებლობას მიანიჭებს. დიდი სიამოვნებაა, როდესაც კითხვაზე „სად ცხოვრობ?“ - შეგიძლია სამი სიტყვით უპასუხო: სახლში საათით სანაპიროზე და რაც მთავარია, იცი, რომ ამ სიტყვების მერე დამატებითი დაკონკრეტება არცერთი თბილისელისათვის არ დაგჭირდება! იცხოვრეთ ლამაზ, კომფრტულ და რაც მთავარია, გამორჩეული სახლში - სახლში საათით სანაპიროზე!

სამშენებლო კომპანია “IBUILD”

სამშენებლო კომპანია "IBUILD" ბაზარზეა 2013 წლიდან. ძირითადი საქმიანობა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რეალიზაცია თბილისის ცენტრალურ უბნებში.

სამშენებლო – დეველოპერული კომპანია “ბალავარი”

შპს "ბალავარი" ქართულ ბაზარზე "ბალავარის" სახელით გამოჩნდა 2013 წელს, თუმცა მის დამფუძნებლებს სამშენებლო ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კომპანიას აქვს რამოდენიმე დასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტი, ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს: მუხიანში( მეტრო ახმეტელის მიმდებარედ), ალ. ყაზბეგის გამზ. 34–ში (შანხაი) და მეტრო ვარკეთილთან.

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „არენა ლუქსი“

ჩვენი მთავარი ფასეულობები: • გამოცდილება და ხარისხი, ნაგებობის სიმყარე, ჩადებული რესურესები, მშენებლობის მოკლე და ზუსტი ვადები, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელი მასალები.იცხოვრეთ ჯანმრთელად, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე. • გამოცდილ მენეჯერთა გუნდი და მათი დაუღალავი შრომა კი ამ ყველაფრის გარანტიაა. • ეს ყოველივე კომპანიის მყარი რეპუტაციის და შესაბამისად წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

შპს “Meta Studio”

სამშენებლო და სარემონტო მომსახურება, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადება,