შპს „ას ჯორჯია“, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“

2011 წელს ქართულ ბაზარზე შემოვიდა საერთაშორისო ჰოლდინდი „ას გრუპ ინვესტმენტი“, რომელმაც 2012 წელს კომპანია „ას ჯორჯია“ დააარსა და პროექტი „დირსის“ განხორციელება დაიწყო.

შ.პ.ს “ბი-აი-სი”

შ.პ.ს "ბი-აი-სი" დაფუძნებულია 2008 წელს. ის ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კომპანიაა და მისი დამფუძნებლები არიან ქართველი და ისრაელელი ბიზნესმენები. კომპანია წლების განმავლობაში ეწევა სხვადასხვა სახის სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობას, კერძოდ, ქ.ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების პროექტირებას, სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებს, ინვესტირებას უძრავი ქონების სფეროში.

შპს ”იქსორი”

კომპანია დაკავებულია სამშენებლო საქმიანობითა და ბინების რეალიზაციით.

შპს „ჯი თი ემ“

GTM-ი არის კომპანია რომელშიც, თავმოყრილია ყველა აუცილებელი სერვისი მშენებლობის ჩანაფიქრიდან – ტერიტორიის აზომვა, სამშენებლო ნებართვის მიღება, პროექტირება (გეოლოგია, გეოდეზია კონსტრუქცია, არქიტექტურა), სამშენებლო მასალის შერჩევა და შეძენა (იმპორტი თუ ადგილზე წარმოება), სამშენებლო ჯგუფების დაკომპლექტება კვალიფიციური მშენებლებით, მშენებლობის მსვლელობის კონტროლი, მის სრულ დამთავრებამდე.

მარდი ჰოლდინგი

მომავალი ჰოლდინგის შექმნას საფუძველი 1991 წელს კომპანია „იმერმა“ ჩაუყარა, რომელიც ქართულ ბაზარზე საკვები პროდუქტებისა და საერთო გამოყენების საქონლის იმპორტ-ექსპორტით წარსდგა. საქმიანობის არეალის ზრდის კვალდაკვალ, ეფექტიანი მენეჯმენტის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა დროს დაფუძნდა რამდენიმე შვილობილი კომპანია „MARDI WORLD“-ის, “MARDI HOUSE”-ის, “MARDI CITY”-ის, და “ძველი ბათუმის“ სახით, რომლებივ მოექცნენ მართვის ერთი ქოლგის, – MARDI HOLDING-ს ქვეშ.

სს “m² უძრავი ქონება”

m² უძრავი ქონების აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული m² უძრავ ქონებაში. დღეისათვის კომპანია m² უძრავი ქონება პარალელურად 4 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს – m² ნუცუბიძეზე,m² ყაზბეგზე, m² თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.

სამშენებლო კომპანია “ანაგი”

სამშენებლო კომპანია “ანაგი” წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე მრავალპროფილიან სამშენებლო ორგანიზაციას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს – საპროექტო საქმიანობიდან დაწყებული, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური ინჟინრებით, რომელთა ძირითადი ნაწილის მუშაობის სტაჟი მშენებლობაში აღემატება 10 წელს.