სოსო კაციტაძე
სოსო კაციტაძე დიზაინერი
სახელი, გვარი: სოსო კაციტაძე
ასაკი: 30 წლის
განათლება: ბაკალავრიატი: მედია და მასკომუნიკაციები, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
მაგისტრატურა: ინტერიერის დიზაინი, სამხატვრო აკადემია.
სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია იმედი, რადიო ფორტუნა, სტუდია Dizein Atelier
სფერო: ინტერიერის და ინდუსტრიული დიზაინი.
სამუშაო გამოცდილება: ავეჯის, აქსესუარების, ვიტრინების, ინტერიერის და ლანდშაფტის დიზაინი, არტ ინსტალაცია.

დიზაინის ათასი განსაზღვრება არსებობს. ზოგი კატეგორიებად ყოფს მას, მრავალფეროვნებას რომ გაუსვას ხაზი. ზოგიც სხვა აქტივობას ადარებს და ამით ხსნის დიზაინის ზუსტ კონოტაციას, ზოგი უბრალოდ ჩუმად არის და მდუმარედ ქმნის ქაოსისგან ფორმებს, რომელსაც მერე ვინმე გამოიყენებს.
მე მგონია, რომ დიზაინი არის კავშირი კრეატიულს, ინოვაციურსა და საჭიროს შორის – ის რაც მომწონს, ახალია და მჭირდება.
და ვფიქრობ, ნებისმიერი დიზაინი უნდა პასუხობდეს კითხვას – შეცვლის თუ არა ის ჩემს სამყაროს უკეთესობისკენ?

შესრულებული პროექტები

კომენტარი