კლიმატ სერვისი

კომპანია „კლიმატ სერვისი“- საინჟინრო სისტემების საპროექტო, სამონტაჟო, ხარისხის ზედამხედველობის და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის სამსახური. ის დაკომპლექტებულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტებისაგან რომელების პროფესიული სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 8 წელია ბაზარზე.

საგა იმპექსი

“საგა“ გათბობის, ცხელი წყალმომარაგების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური ARISTON, EMMETI, DAB,AERMEC, ფრანგული ATLANTIC , არგენტინული LONGVIE, თურქული DEMIRDOKUM და სხვ.

Kalmatron Georgia

როგორ უნდა ავიცილოთ ნესტი და წყლის შემოდინების პრობლემა? სწორად ამ პრობლემის გადაწყვეტაზეა ორიენტირებული კომპანია KALMATRONGEORGIA. ჰოლდინგი დაარსდა 2006 წელს და 2011 წლიდან დაიწყეს საქართველოში ჰიდროსაიზოლაციო მასალა KALMATRON-ის წარმოება. კალმატრონის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა პირობებში გამოიყენება

კომპანია Aim To Design

არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ავეჯის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, კერამიკა. მაღალკვალიფიციური მომსახურება, კლიენტზე მორგებული ფასები და ვადები

სს “ქებული კლიმატი”

მაღაზიათა ქსელი «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. «ქებულ კლიმატში» წარმოდგენილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის. კომპანია ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიო წამყვანი ბრენდების: Bosch, Haier, Helios, Duyar, Grundfos და სხვა. «ქებული კლიმატი» ფართო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში.

შპს დავიდე

სამშენებლო კომპანია "დავიდე" დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს სწრაფად განვითარებად მრავალპროფილურ კომპანიას. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება თანამედროვე მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარისხს, შეთავაზებული პირობებისა და ჩაბარების ვადების დაცვას. სამშენებლო კომპანია "დავიდე" გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ბინებს, საუკეთესო პირობებით. მშენებლობა მიმდინარეობს ვარკეთილში.

შ.პ.ს. „საქართველოს სამშენებლო კოპანია“

კომპანია შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ დაარსდა 1998 წლის სექტემბრიდან. კომპანიის პროფილია საზოგადოებრივი დანიშნულების, საწარმოო ობიექტების და საცხოვრებელი სახლების, როგორც კაპიტალური მშენებლობა, ასევე ყველა სახის შიდა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოება. (ელექტრო და სანტექნიკური კომუნიკაციების მოწყობა, სამღებრო სამუშაოები და სხვ.) კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინრებით, ტექნიკოსებით და ხელოსან-სპეციელისტებით, რომლებსაც სამშენებლო-სარემონტო საქმიანობის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ. ყველა მათგანი გაცნობილია უსაფრთხოების წესებს და უზრუნველყოფილია თავდაცის (ჩაფხუტი, სათვალე, ფეხსაცმელი) საშუალებებით.

შპს „ინ სტაილი“

კომპანია „ინ სტაილი“ 2014 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. მუშაობის სფერო: არქიტექტურა, პროექტირება, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება, კულტურის ძეგლების მიშენება/რეკონსტრუქციის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება, ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, ავეჯის დიზაინი და წარმოება, აზომვითი სამუშაოები.

შპს “ჯეო ბილდი”

სამშენებლო კომპანია "ჯეო ბილდი" დაარსდა 2012 წელს. კომპანია ასრულებს სამშენებლო-სარემონტო და საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოებს. ძირითადი საქმიანობა: 1. ხის კარ–ფანჯრის დამზადება 2. ხის შიდა და გარე კიბეების მოწყობა 3. ღია და შემინული აივნის მოწყობა 4. MDF-ის კარებების და ავეჯის დამზადება

სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი”

1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.