კლიმატ სერვისი

კომპანია „კლიმატ სერვისი“- საინჟინრო სისტემების საპროექტო, სამონტაჟო, ხარისხის ზედამხედველობის და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის სამსახური. ის დაკომპლექტებულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტებისაგან რომელების პროფესიული სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 8 წელია ბაზარზე.

საგა იმპექსი

“საგა“ გათბობის, ცხელი წყალმომარაგების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური ARISTON, EMMETI, DAB,AERMEC, ფრანგული ATLANTIC , არგენტინული LONGVIE, თურქული DEMIRDOKUM და სხვ.

სს “ქებული კლიმატი”

მაღაზიათა ქსელი «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. «ქებულ კლიმატში» წარმოდგენილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის. კომპანია ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიო წამყვანი ბრენდების: Bosch, Haier, Helios, Duyar, Grundfos და სხვა. «ქებული კლიმატი» ფართო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში.

შპს “კლიმატი”

"კლიმატი" გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ინდუსტრიული სამაცივრე და გათბობა - კონდიცირების თანამედროვე სისტემების, როგორც მიწოდებას ასევე მათ ინსტალაციას, შეკეთებას და რემონტს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს და მომხმარებლებს სრული მომსახურების პაკეტი. ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვითვისებთ საქმიანობის ახალ მიმართულებას. კომპანიის საქმიანობა მიმართულია თქვენი (ჩვენი დამკვეთების) კეთილდღეობისათვის და დარწმუნებულები ვართ - ხარისხიანი დანადგარების და მომსახურების ფართო სპექტრი უზრუნველყოფს თქვენი წარმოების დინამიურ განვითარებას.

შპს “ზიპმენ”

ბინებსა თუ ოფისებში მყუდრო, კომფორტული პირობების შესაქმნელად უდიდესი ფუნქცია ეკისრება ცენტრალური გათბობის სისტემების სწორ შერჩევასა და დამონტაჟებას, რასაც ჩვენი კომპანია ZIPMAN-ი გთავაზობთ.

შ.პ.ს. “არმარი ინჟინერინგი”

კომპანია "არმარი ინჟინერინგი" კომფორტულ და ცივილურ სამუშაო გარემოს და პირობებს სთავაზობს ყველა კლიენტს მიუხედავად დაკვეთის მოცულობისა,ასევე ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს და შეუფერხებლად ასრულებენ ყველა დაკვეთას.კომპანია სისტემატიურად ეცნობა ტექნოლოგიურ ინოვაციებს,მსოფლიოში აპრობირებულ სისტემებს დაუყოვნებლივ ნერგავს თავის სამუშაო გარემოში.