1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.
მაგალითად, ბარათაშვილის ხიდი თბილისში, რკინიგზა რუსთავში, წითელი ხიდი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ხიდი სომხეთში სევანის ჰესის არხზე, სარკინიგზო ხიდები გაგრაში, საგზაო ხიდები რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში, დაკიდული ხიდები თბილისში, ფოთსა და ბორჯომში.

ვაწარმოებთ:

ბეტონს, რკინაბეტონის მრავალი პროფილის და ფორმის კონსტრუქციებს (ბლოკები, ფილები, კიუვეტები, წყალგამტარი მილები და ა.შ.), ლითონის ანაკრებ კონსტრუქციებს, რ/ბ კოჭებს, წინასწარდაძაბულ რ/ბ კოჭებს.

მომსახურების ტიპი:

ტექნიკურ-მექანიკური საშუალებების არენდა, გაქირავება: ამწეები 10-დან 110 ტონამდე ტვირთამწეობის, ბულდოზერები, ექსკავატორები, ლაფეტები, კოჭმზიდები, ხიმინჯის საბურღი აგრეგატები დიამეტრით 0.8, 1.0, 1.2, 1.5, 1.7მ;

პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;

პროექტის არქიტექტურული გაფორმება და დიზაინი.

სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი”
მისამართი: ქ. თბილისი, კოტე აფხაზის ქ. #5
ტელ: (+995 32) 2987224; (+995) 577 484929
ელ. ფოსტა: KHIDMSHENI@GMAIL.COM
ვებ. გვერდი: WWW.KHIDMSHENI.GE

სააქციო საზოგადოება "ხიდმშენი"