საქმიანობის სფერო დაზღვევა (ჯანმრთელობა, ავტომობილები, ქონება, პასუხისმგებლობა, სამოგზაურო დაზღვევა, ბიზნესის დაზღვევა, სამშენებლო-სამონტაჟო რისკების დაზღვევა, აგროდაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა)

აი სი ჯგუფი დაფუძნდა 2005 წლის 10 ნოემბერს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებულად ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე. კონკურენტული გარემოს მიუხედავად, აი სი ჯგუფმა ღირსეული ადგილის დაკავება შეძლო საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო მოთამაშეებს შორის.

აი სი ჯგუფი მას შემდეგ რაც 2009 წლის მაისში შეიძინა სადაზღვევო კომპანია“ სახალხო დაზღვევა“ მთავარი აქტორი გახდა სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე.

2010-2012 წლებში კომპანია მნიშვნელოვნად იყო დაკავებული საავადმყოფოების შენება-აღჭურვით. დრესდღეობით, აი სი ჯგუფის სავადმყოფოების ქსელი, რომელიც ფარავს 7 რეგიონს: ხაშურს, ბოლნისს, მესტიას, ონს, ამბროლაურს, რაჭა-ლეჩხუმს – არის მესამე სიდიდის მიხედვით.

2011 წელს კომპანია გადავიდა ახალ სათაო ოფისში, მოსაშვილის ქუჩაზე და წამოიწყო საცალო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარება. ამჟამად აი სი ჯგუფი მუშაობს 10 ფინანსურ დაწესებულებასთან ერთად და მისი ფუნქციონირების მეშვეობით არის წარმოდგენილი ქვეყნის მაშტაბით. აი სი ჯგუფი უნიკალური კომპანიაა, რაგანაც ის მომხმარებლებს სთავაზობს 30 სახეობის პროდუქტს და მათ 60-მდე კომბინაციას.

კომპანია ორიენტირებულია ინოვაციაზე და მხოლოდ პირველი 7 თვის განმავლობაში 10 ახალი პროექტი წარმოადგინა ბაზარზე.

კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში და როგორც საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი, ასევე სადაზღვევო განვითარების კავშირის დამფუძნებელი, აი სი ჯგუფი წამყვან როლს ასრულებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის შემუშავებაში.

აი სი ჯგუფის ჩაბმამ აგრო დაზღვევის სუბსიდირების კანონპროექტზე მუშაობაში, წვლილი შეიტანა მთავრობის მიერ სუბსიდირებული აგრო დაზღვევის საპილოტე პროგრამის გაშვებაში, განკარგულების #1462 საფუძველზე 2014 წლის 19 აგვისტოს. პროექტი 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მასში ჩართული 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიიდან ერთ-ერთი აი სი ჯგუფია.

აი სი ჯგუფი მუდმივად იხწვის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების და ახალგაზრდა წარმატებაზე ორიენტირებული პერსონალის მოზიდვასა და შენარჩუნებისკენ.

აი სი ჯგუფი მუდმივად ამზადებს მის თანამშრომლებს და დაფინანსებას სთავაზობს საერთაშორისო კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებში მონაწილეობაზე, აგრეთვე უზრუნველყოფს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას.

ამჟამად კომპანიაში 120 მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელია, ზოგიერთ მადგანს 18 წლის გამოცდილება გააჩნია დაზღვევის საქმიანობაში.

აი სი ჯგუფი არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებს და ბიზნეს ეთიკას “შევასრულოთ დაპირება“ – ეს არის აი სი ჯგუფის უმთავრესი კრედო.

შპს ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“
მისამართი: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 24
ტელ: 2208888
ვებ. გვერდი: www.icgroup.ge