დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 11 წლის მანძილზე კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებაში. „ირაოს“ აქციების 100%-ის მფლობელი გახლავთ ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია – ავსტრიული, ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG).
”ირაო” მომხმარებელსა და პარტნიორებს სთავაზობს დაზღვევის მრავალ სახეობას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და მყარ გარანტიებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო სტანდარტების გათვალისწინებით. კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებშიც.
„ირაო“ ორიენტირებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტზე:
• კერძო პირებისთვის: ავტო დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა;
• იურიდიული პირებისთვის: ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა.
„ირაო“-ს მიერ შემუშავებული ქონების დაზღვევის პირობები სრულ შესაბამისობაშია მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების ქონების დაზღვევის პირობებთან.
დაზღვევას ექვემდებარება და შესაბამისად დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კანონიერ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონება:
• შენობა-ნაგებობები;
• ცალკეული ფართი შენობაში;
• კაბინეტები და ოფისები;
• საამქროს ლაბორატორიები;
• საწყობები და საცავები;
• მოწყობილობები/საკომუნიკაციო საშუალებები;
• სისტემები;
• საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები;
• პროდუქცია/საქონელი/მარაგები;
• მანქანა-დანადგარები;
• აპარატები;
• ჩარხები;
• ავეჯი/ინვენტარი;
• ორგტექნიკა;
• საყოფაცხოვრებო ელექტრო-მოწყობილობები;
• ფიქსირებული მინები.
დაზღვევის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამზღვევის კანონიერ საკუთრებაში ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების დაზღვევა, პოლისში მითითებული რისკებისგან.

სადაზღვევო რისკებია:
• ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა;
• შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა;
• წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან;
• მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
• სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება.
• მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება
სადაზღვევო ტარიფი – 0,3%
ფრანშიზა – თითოეული ობიექტისათვის დგინდება ინდივიდუალური მიდგომით.

ქონების დაზღვევის სტანდარტული 100 ლარიანი პაკეტი მოიცავს შემდეგ ძირითად პირობებს:
• რა იზღვევა ——- ბინა (სახლი) და შიგთავსი
• ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარი
• შიგთავსის ანაზღაურების ქველიმიტი 8 000 ლარი
• ფრანშიზა 300 ლარი
• ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 1კვ/მ 400 ლარი
• პრემია 100 ლარი
• დამატებითი დაფარვა GTPL
• ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 10 000 ლარი
• პრემია 60 ლარი

სადაზღვევო კომპანია “ირაო”
მისამართი: ქ. თბილისი, ვ.ბოჭორიშვილის ქუჩა N 88/15
ტელ: (+995 32) 2 949 949
სერვის ცენტრი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N 14
რეგიონალური ოფისები:
მისამართი: ქ. ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. N 1/38
ტელ: (0-431) 25 19 38
მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N 41
ტელ: (0-422) 22 07 16
ელ. ფოსტა: office@irao.ge
ვებ. გვერდი: www.irao.ge