კომპანია „არენა ლუქსი“ დაარსდა სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესში გამოცდილი მენეჯერების მიერ 2014 წელს. მისი მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს სამშენებლო სფეროში არსებული უახლესი სტანდარტების მიხედვით შექმნილი პროდუქტი. მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ჩვენი თანამოქალაქეების ყველა სურვილი და მოთხოვნა უძრავი ქონების შესყიდვისას. დეველოპერული კომპანია „არენა ლუქსი“ გთავაზობთ ქალაქის შუაგულში, ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზე (უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისში) მაღალი კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს, ყველაზე ოპტიმალურ ფასად და მოქნილი გადახდის პირობებით. 14 სართულიან კომპლექსში შედის სხვადასხვა ტიპის (მათ შორის პენტჰაუსი) საცხოვრებელი და კომერციული ფართები, მიწისქვეშა 2 დონიანი პარკინგი. სამშენებლო მომსახურებასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს მასალები და დიზაინი, შეუკვეთოს სასურველი ტიპის რემონტი, რომელსაც უმოკლეს დროში შეასრულებს თავად დეველოპერი.

კომპანიას საკმაოდ სერიოზული და გრძელვადიანი გეგმები აქვს. სამომავლო პროექტში გათვალისწინებულია მინი ქალაქის აშენება: საცხოვრებელი კომპლექსები, ბაგა – ბაღი,ბავშვთა გასართობი ცენტრი, სკოლა, უნივერსიტეტი, სავაჭრო ცენტრი, უახლესი სტანდარტებით აშენებული სპორტულ –გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზები , რომლებიც აქ მცხოვრებთ საშუალებას მისცემს იცხოვრონ მშვიდად, დაზოგონ დრო დააღწიონ თავი უსაშველო საცობებს, აარიდონ თავი დისკომფორტს, რომელსაც დღეს ქალაქში გადაადგილება იწვევს.

ჩვენი მთავარი ფასეულობები:

• გამოცდილება და ხარისხი, ნაგებობის სიმყარე, ჩადებული რესურსები, მშენებლობის მოკლე და ზუსტი ვადები, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელი მასალები. იცხოვრეთ ჯანმრთელად, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე.
• გამოცდილ მენეჯერთა გუნდი და მათი დაუღალავი შრომა კი ამ ყველაფრის გარანტიაა.
• ეს ყოველივე კომპანიის მყარი რეპუტაციის და შესაბამისად წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „არენა ლუქსი“
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2
ტელ: (+995) 571 97 80 80; (+995 32) 2 390 298
ელ. ფოსტა: welcome.arenalux@gmail.com
ვებ. გვერდი: arenalux.ge

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „არენა ლუქსი“