თბილისი, ძველი და მდიდარი ტრადიციების მატარებელი ქალაქი, ყოველივე თანამედროვეს დადებითად აღიქვამს მხოლოდ მაშინ, თუ იგი მის ტრადიციებს არ არღვევს.

თუ თბილისი გიყვარს, მას უცხო და მახინჯი სხეული არ უნდა აკადრო, მითუმეტეს, როცა ეს ქალაქის ცენტრს ეხება.

იქ სადაც „ელავენ ელექტრონის ლამპიონები, ჩელიუსკინელთა ხიდისა და შესანიშნავ სანაპიროს გასწვრივ ელექტრონის ბურთები ტივტივებენ მტკვარში“ (კონსტანტინე გამსახურდია – დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა), ჩვენ ვაშენებთ სახლს – ტრადიციულს, თბილისურს, მაგრამ თანამედროვეს და კომფორტულს.

სახლს ექნება გამორჩეული ნიშანი – დიდი საათი სახლის თავზე, რომელიც მას უნიკალურს გახდის და ოფიციალური მისამართისაგან დამოუკიდებლობას მიანიჭებს. დიდი სიამოვნებაა, როდესაც კითხვაზე „სად ცხოვრობ?“ – შეგიძლია სამი სიტყვით უპასუხო: სახლში საათით სანაპიროზე და რაც მთავარია, იცი, რომ ამ სიტყვების მერე დამატებითი დაკონკრეტება არცერთი თბილისელისათვის არ დაგჭირდება!

იცხოვრეთ ლამაზ, კომფრტულ და რაც მთავარია, გამორჩეული სახლში – სახლში საათით სანაპიროზე!

სამშენებლო კომპანია “აი-ჯი-აი კომპანი”
მისამართი: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქ. #35/37, მე-3 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა 110
ტელ: (+995) 570 701 721
ელ. ფოსტა: info@igi.com.ge; gtsakadze@outlook.com
ვებ. გვერდი: igi.com.ge

სამშენებლო კომპანია "აი-ჯი-აი კომპანი"