სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა.
კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
სეუ დეველოპმენტს აქვს რამდენიმე დასრულებული მშენებლობა და მიმდინარე პროექტი საბურთალოზე – ა.პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) 32ნომერში – “მწვანე ეზო”.
დასრულებული პროექტებია: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ძველი და ახალი,თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო და საგამოფენო შენობები, ასევე, ბიზნესცენტრი თბილისის გარეუბანში.
სეუ დეველოპმენტის ყველა მშენებლობა სრულად დაფინანსებულია საწყის ეტაპზევე,რაც იმის გარანტიაა,რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება.
კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა.
ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი.
სეუ დეველოპმენტი
მისამართი: თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ. №32
ტელ: (+995) 596 70 70 70
ელ. ფოსტა: info@seudevelopment.ge
ვებ. გვერდი: www.seudevelopment.ge

სეუ დეველოპმენტი