შ.პ.ს. „ALUMET“-ი დაარსდა 2009 წელს და ჩვენ მიზნად დავისახეთ ხარისხზე ზრუნვა იმისთვის, რომ მომხმარებლები იყვნენ კმაყოფილნი ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხით და სისწრაფით. ჩვენ ვანხორციელებთ ინვესტიციებს მაღალსტანდარტულ დანადგარებში, რომლებთანაც მუშაობენ კვალიფიცირებული ხელოსნები, რაც ერთიანობაში იძლევა ხარისხის გარანტიას.
„ALUMET“-ი თანამშრომლობს მაღალი ხარისხის პროდუქციის მქონე თურქულ და ევროპულ მომწოდებლებთან იმისათვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რომელიმე მომწოდებელზე ან შიდა ბაზრის ასორტიმენტზე. ჩვენი პარტნიორები საჭიროების შემთხვევაში ერთვებიან პროექტების დამუშავებაში, ვინაიდან დიდი მოცულობის პროექტებისათვის ჩვენ ვუკვეთავთ კონკრეტულ პროექტზე მორგებულ მასალას, რაც იძლევა საშუალებას შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასის და ხარისხის შეფარდება.
კომპანია „ALUMET“-ი ასრულებს შემდეგი ტიპის სამუშაოებს:
 სხვადასხვა სისტემის ალუმინისა და მინის ფასადების წარმოებას და მონტაჟს;
 ფასადის მოპირკეთებისა და ვენტილირებადი ფასადის მოწყობის სამუშაოებს;
 ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს;
 საოფისე გატიხვრის სისტემებს;
 მინისა და ალუმინის კიბე-მოაჯირებს;
 ფოტოელემენტიან ავტომატურად გაღებად და მბრუნავ კარებებს.
ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებს თან ახლავს მომსახურეობის სრული პაკეტი:
 პროექტირება – ვაკეთებთ გათვლებს კლიმატურ დატვირთვებზე, რის მიხედვითაც ირჩევა კონკრეტული სიხისტის პროფილები და ასევე ვაკეთებთ დეტალურ ჭრილებს ჩახურვებისთვის.
 კონსულტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა – ვაკეთებთ პროექტის სრულ ანალიზს, თუ რა სისტემა უნდა იყოს გამოყენებული მოცემულ სპეციფიკაციაში და ვუწევთ კონსულტაციას დამკვეთს, თუ რა ზომის მოძრავი ელემენტები შეიძლება დამზადდეს შერჩეული მასალით.
 წინა სატენდერო შეთავაზებების მომზადება – ჩვენ ასევე ვაკეთებთ წინასწარ გათვლებს, სამშენებლო კომპანიებისთვის, ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.
 წარმოება და სამონტაჟო სამუშაოები – ჩვენი კვალიფიცერებული სამონტაჟო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. მონტაჟის პროცედურას მეთვალყურეობას უწევს ხარისხის მაკონტროლებელი.
 პროექტისთვის საჭირო ალუმინის პროფილების შერჩევა, ჩამოტანა, მოყიდვა – თქვენს პროექტზე სწორად შევარჩევთ პროდუქციას, პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე და შემოგთავაზებთ ადგილობრივ ბაზართან შედარებით ხელმისაწვდომ ფასში.

ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენთან სიამოვნებით თანამშრომლობენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები და სამინისტროები, როგორებიც არიან, M2, ბეკა კაპიტალი, პრიზმა, ბლოკ-ჯორჯია, იუსტიციის, შსს და სასჯელაღსრულების სამინისტროები და მრავალი სხვა.

შ.პ.ს. “ალუმეტ”
მისამართი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. #29ა, 5-ე სართული
ტელ: (+995) 595 33 33 39; (+995) 577 55 14 11
ელ. ფოსტა: info@alumet.ge
ვებ. გვერდი: www.alumet.ge

[gallery_bank type=”images” format=”thumbnail” title=”true” desc=”true” responsive=”true” animation_effect=”” album_title=”true” album_id=”156″]
[gallery_bank type=”images” format=”thumbnail” title=”true” desc=”true” responsive=”true” animation_effect=”” album_title=”true” album_id=”155″]