სამშენებლო კომპანია
შ.პ.ს “ბი-აი-სი” დაფუძნებულია 2008 წელს.

ის ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კომპანიაა და მისი დამფუძნებლები არიან ქართველი და ისრაელელი ბიზნესმენები. კომპანია წლების განმავლობაში ეწევა სხვადასხვა სახის სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობას, კერძოდ, ქ.ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების პროექტირებას, სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებს, ინვესტირებას უძრავი ქონების სფეროში.

კომპანიის ანგარიშზეა 30 000 კვ.მ. ანუ 300-მდე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.

სწორი მენეჯმენტისა და სტრატეგიის მეშვეობით კომპანიას გააჩნია სერიოზული წარმატებები და სტაბილური პარტნიორის იმიჯი, როგორც სხვა კომპანიებში, ასევე კლიენტებს შორის.

კომპანიის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში (აღნიშნული ვებგვერდის ბოლო რედაქტირებამდე-01/08/2013 -მდე), კომპანიას არ გააჩნდა არც საბიუჯეტო და არც საბანკო სექტორის დავალიანება, რაც აიხსნება კომპანიის რისკების მინიმალიზაციის პოლიტიკით.

კომპანია დაარსების დღიდან სტაბილურად ვითარდება, რისი განმსაზღვრელი ფაქტორები მაღალი ხარისხი, პროფესიონალიზმი და საიმედოობაა.

მიმდინრე პერიოდში კომპანია ახორციელებს ქ. ბათუმის ცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომლის კარკასის დასრულება დაგეგმილია 2013 წლის ბოლოსათვის, ხოლო ექსპლუატაციაში ჩაბარება 2014 წლის სექტემბერში. დაგეგმილია ახალი ობიექტების მშენებლობა ქ. ბათუმში და სამომავლოდ ქ. თბილისშიც.

ქ. ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის (მისამართზე ფარნავაზ მეფის 115/ჰ. აბაშიძე 16/ ვ. გორგასალის 110) მშენებლობაში კომპანია “ბი-აი-სი”-ს პარტნიორია შპს “ჯეობილდი”.

შ.პ.ს “ბი-აი-სი”
მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N 121
ტელ: (+995 422) 22 12 90
მობ: 577 50 13 13; 557 97 75 75.
ელ. ფოსტა: info@bicltd.ge
ვებ. გვერდი: www.bicltd.ge

შ.პ.ს "ბი-აი-სი"