კომპანია “GDS”-ის მიერ წარმოებული დეკორატიული ქვა არის ბუნებრივი მასალის საუკეთესო ალტერნატივა. თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენების შედეგად შეიქმნა სხავასხვა ფაქტურის, ფერის, მტკიცე და ყინვაგამძლე მოსაპირკეთებელი მასალა.
12 წლიანი გამოცდილებით, სიახლეების ძიებისა და მათი წარმოებაში დანერგვის შედეგად “GDS”-ის დეკორატიული ფილებით შესაძლებელია მყარი კედლის ყველა სახეობის ზედაპირის (ბეტონი, ბლოკი, აგური.), სწორი, 90 გრადუსანი, ოვალური ფორმის ზედაპირების და კოლონების, ხოლო დეკორატიული ელემენტებით კარებისა და ფანჯრის პერიმეტრების მოპირკეთება.
მოსაპირკეთებელი ქვების პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა ზომის სამშენებლო და ფასადურ ბლოკებს. “GDS”-ის კიდევ ერთი პროდუქტია ტერასული, იგივე საყრდენი ბლოკი (retaining wall), რისი საშუალებითაც ადვილადაა შესაძლებელი დახრილ მიწის ნაკვეთზე ტერასების მოწყობა, საყრდენი კედლების ამოშენება და ტერიტორიის მოსწორება.
ხარისხი და გარანტია არის კომპანიის მთავარი დევიზი, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაღალხარისხიანი ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვითა და სისტემატიური კონტროლით.
შ.პ.ს “GDS”
მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის ქ.#32 (1ბ)
ტელ: (+995 32) 294 68 94; (+995) 577 583437
ელ. ფოსტა: LTD_GDS@yahoo.com
ვებ. გვერდი: gds.ge

შ.პ.ს "GDS"