შპს “საბა და კომპანია” 1996 წელს გამოჩნდა სამშენებლო ბიზნესში. ეს წლები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას დაეკავებინა სრულიად განსაკუთრებული ადგილი ამ სფეროში. დღეისათვის კომპანიის საქმიანობა მოიცავს დეველოპმენტის – უძრავი ქონების შექმნის, მართვისა და განვითარების ყველა ეტაპს; კომპანიის წარმატება და წამყვანი პოზიციები ცალსახად უკავშირდება მის ტოპ-მენეჯმენტს, რომელიც წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს და ამავე დროს ერთ ოჯახს, სადაც პირადი დაინტერესება და საქმისადმი ერთგულება განუზომელია. სწორედ მმართველი გუნდის დამსახურებაა ის, რომ “საბა” წლების მანძილზე სანდო და სოლიდური პარტნიორია, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე უცხოელი მწარმოებლებისათვის. ამიტომაც კომპანიის არქიტექტურული ნამუშევრები მაღალ დონეზეა შეფასებული და გამოქვეყნებულია მსოფლიოს ცნობილ ჟურნალებში. ესენია: “Residences decoration”, “AD” №2, 2004; WEEKEND, 19 oktomber, 2004;

კომპანიის პრიორიტეტებში შედის მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, გარანტირებული ხარისხის ფონზე. ხარისხზე ორიენტირება გამოწვეულია უდიდესი პასუხისმგებლობით იმ ადამიანთა წინაშე, ვისთვისაც შენდება ან იქმნება დიზაინი. ამიტომ დამკვეთი, რომელიც ობიექტის მშენებლობას „საბას“ არქიტექტურულ სტუდიას ანდობს ყოველთვის კმაყოფილია. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და კომპლექსურად უდგება სამშენებლო პროცესს, „საბა“ ქმნის არტის დონემდე აყვანილ დიზაინს, დახვეწილ ვიზუალს, სადაც უმცირესი დეტალიც კი არაერთი ადამიანის დიდი შემოქმედებითი შრომის შედეგია. მას ამ საქმეში ზურგს უმაგრებენ მაღალი კლასის მწარმოებლები და ცნობილი პრემიუმ ბრენდები, რომელთა სამშენებლო და ინდუსტრიული დიზაინის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კომპანიის შოურუმებშია გამოფენილი. ესენია: B&B Italia Maxalto, Bulthaup, Driade, BERLONI, ligne roset, TRIBU, FLOU, OIKOS, BISAZZA, YCAMI, Gianni Gaiti, Korloff, BANG & OlUFSEN, Boffi და სხვ. სწორედ ამიტომ კომპანიამ შეძლო სამშენებლო ბიზნესის ყველაზე რთული სეგმენტი მოეხიბლა ანუ ორიენტაცია აღებულ იქნა ყველაზე განსაკუთრებული და თავისებური ტიპის მომხმარებელზე, რომელსაც გააჩნია ფართო, განუსაზღვრელი სურვილები. ისინი მოითხოვენ ადეკვატურობის მაღალ ხარისხს და უმთავრესს – ისეთი არქიტექტურული პროექტების შეთავაზებას, რომლებიც დამკვეთის ინდივიდუალურ იმიჯს უზრუნველყოფს.

შ.პ.ს „საბა და კომპანია“
მისამართი: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის ქ. №7
ტელ: (+995 32) 2389192; (+995 32) 2384433
ფაქსი: (+995 32) 2389192
ვებ. გვერდი: www.saba.ge

შ.პ.ს „საბა და კომპანია“