კომპანია შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ დაარსდა 1998 წლის სექტემბრიდან. კომპანიის პროფილია საზოგადოებრივი დანიშნულების, საწარმოო ობიექტების და საცხოვრებელი სახლების, როგორც კაპიტალური მშენებლობა, ასევე ყველა სახის შიდა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოება. (ელექტრო და სანტექნიკური კომუნიკაციების მოწყობა, სამღებრო სამუშაოები და სხვ.)
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინრებით, ტექნიკოსებით და ხელოსან-სპეციელისტებით, რომლებსაც სამშენებლო-სარემონტო საქმიანობის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ. ყველა მათგანი გაცნობილია უსაფრთხოების წესებს და უზრუნველყოფილია თავდაცის (ჩაფხუტი, სათვალე, ფეხსაცმელი) საშუალებებით.
წლების განმავლობაში კომპანია მუშაობდა და დღესაც აგრძელებს თანამშრომლობას ისეთ ცნობილ კომპანიებითან, როგორებიცაა: “McDonald’s”, “Marison Georgia”, “Hidelbergcement”, “Black Sea Group”, სამშენებლო კომპანიები „თბილისი“, „არქსტუდია“, „აქცისი“, „არსი“ და სხვ.
დღეისთვის კომპანია დაკავებულია ძირითადად შენობების შიდა ინტერიერის დიზაინით და კეთილმოწყობით.
კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს თანამედროვე სამშენებლო-სარემონტო ტექნოლოგიების შესწავლას და პრაქტიკაში დანერგვას. 2008 წელს კომპანიამ გაიარა შესარჩევი ეტაპი და მონაწილეობა მიიღო აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ SABIT-ის პროგრამაში,მშენებლობაში ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის განვითარებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სახის და სირთულის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მაღალი ხარისხით და კონკურენტულ ფასებში.
შ.პ.ს. „საქართველოს სამშენებლო კოპანია“
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის #32/34
ტელ: (+995) 599 566112
ელ. ფოსტა: info@hitech-villa.ge
ვებ. გვერდი: www.hitech-villa.ge